Logo

" საქართველოში, კოვიდით გარდაცვლილი 18 ორსულიდან, არც ერთი იყო აცრილი" - არჩილ მარშანია

" საქართველოში, კოვიდით გარდაცვლილი 18 ორსულიდან, არც ერთი იყო აცრილი" - არჩილ მარშანია

12/25/2025

ტექსტის ზომა


კანადაში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც კოვიდ 19-ის პერიოდში ორსულების ვაქცინაციასა და დაავადების გართულების რისკებს იკვლევდა, დაადასტურა, რომ ვაქცინაცია ორსულობისას მკვეთრად ამცირებდა ჰოსპიტალიზაციისა და რეანიმაციაში მოხვედრის რისკებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ექიმი არჩილ მარშანია აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში კოვიდით გარდაცვლილი 18 ორსული პაციენტიდან, აცრილი არცერთი არ ყოფილა.

„კანადაში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულებში ასოცირებული იყო ჰოსპიტალიზაციის და რეანიმაციაში მოხვედრის რისკების შემცირებასთან.

პ.ს. საქართველოში, 2020 - 2021 წლებში, კოვიდით გარდაცვლილი 18 ორსულიდან, სამწუხაროდ, არც ერთი იყო აცრილი,“- წერს ექიმი.

კვლევა

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

არჩილ მარშანიაკვლევაკოვიდ19ორსული
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026