Logo

საზოგადოება

"საქართველოში უამრავი შვილმოკლული დედა გვყავს და დროა ყველამ იზეიმოს სამართალი" - მოცეკვავე ანი ჯავახის ვიდეომიმართვა

"საქართველოში უამრავი შვილმოკლული დედა გვყავს და დროა ყველამ იზეიმოს სამართალი" - მოცეკვავე ანი ჯავახის ვიდეომიმართვა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების შესახებ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას, სოციალურ ქსელში მოცეკვავე ანი ჯავახი ეხმაურება.

ანი ჯავახი, რომელიც გიგას დედის, ეკა კუპატაძის მოსწავლე იყო, საქმეში მონაწილე იმ არასრულწლოვანების მშობლებს მიმართავს, რომლებიც საკუთარი შვილებისთვის სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით გამოდიან.

„ვიდეო აუცილებლად უნდა ჩამეწერა.

ყველა თქვენგანმა ნახა პროკურატურის მიერ დადებული ვიდეო, რომელიც გიგა ავალიანის საქმეს ეხებოდა.

ეკა კუპატაძე იყო ჩემი ყველაზე საყვარელი და ძვირფასი მასწავლებელი, რომელმაც მარტო მათემატიკა კი არა, ზოგადად სწავლა შემაყვარა. გაზარდა უმაგრესი შვილები, დაიმკვიდრა თავი, ურთულესი ცხოვრება გამოიარა და შექმნა ზღაპრული ცხოვრება, რომლითაც ტკბებოდა. ვიღაც ვიგინდარებმა ეს ცხოვრება თავიდან ბოლომდე წაართვეს მას და გამოგლიჯეს ხელიდან.

ესენი ადამიანები არ არიან, ეს არის სერიოზული დაჯგუფება, მკვლელების ხროვა. ამ ვითომ პატიოსან დედიკოს ბიჭებს არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი.

რაო, როგორ ამბობდა მშობელი, ერთი მუშტის დარტყმისთვის ჩემი შვილი 15 წელი უნდა იჯდეს ციხეშიო? და მეორე მშობელი შიმშილობას იწყებს, რომ თავისი შვილი გაამართლოს.

თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცოდით, ვისი შვილს რა ჰქონდა გაკეთებული და თქვენ ცალკე დიდი დანაშაული გაქვთ მათ წინაშე... როცა მკვლელებს ხელს აფარებთ, თქვენც მკვლელები ხართ.

ყველა, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს, უნდა დაისაჯოს. 14 წელი არის საჩუქარი თქვენთვის, რა 14 წელი? უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, რომ, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ გაიგოს, რომ დანაშაული არის დანაშაული და ქუჩაში არ უნდა ხდებოდეს, ვისაც რა მოუნდება, ის…

საქართველოში უამრავი შვილმოკლული დედას გვყავს და დროა ყველამ იზეიმოს სამართალი.

ეკა მას, მიყვარხარ ძალიან და გამძლეობას გისურვებ, შენთან ვართ,“ - ამბობს ანი ჯავახი.

Your browser does not support the video tag.

ავტორი: ზმნა

02/12/2026

ანი ჯავახიგიგა ავალიანიეკა კუპატაძემიმართვა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024