Logo

ასტროლოგია

"სანამ სახლში შეხვალთ, თქვენს კარს შეხედეთ" - რას გვირჩევს ფენ შუის სპეციალისტი

"სანამ სახლში შეხვალთ, თქვენს კარს შეხედეთ" - რას გვირჩევს ფენ შუის სპეციალისტი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ფენ შუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი განმარტავს, რატომ კეთდება აქცენტი შემოსასვლელ კარზე და როგორ მოვიზიდოთ დადებითი ენერგიები ჩვენს სახლში?

"ჩვენი კარები არის ძალიან მნიშვნელოვანი ენერგიის გამტარი. ყველა ენერგია რასაც ვითხოვთ, იქნება ეს ბედნიერება თუ წარმატება, უნდა შემოვიდეს მთავარი კარებიდან,“ - თქვა ფენ შუის სპეციალისტმა ნათია შელეგიას პოდკასტში „50“

თიკა ქოქაშვილი ამბობს, რომ დეტალები ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

თიკა ქოქაშვილი

„აქცენტი კეთდება მთავარ კარზე... აი, სანამ სახლში შეხვალთ, თქვენს კარს შეხედეთ და როგორ გამოიყურება ის? წარმოიდგინეთ თქვენ ხართ ფინანსების ენერგია, გინდათ ამ კარში შესვლა თუ არა?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კარის ფერს, ასევე იმას, თუ როგორ გამოიყურება სახელური. ჩვენ იქ რაღაც სიმბოლოებსაც ვამაგრებთ, რომ ენერგიას მოეწონოს.

კარი

ხშირად შეხვდებით გარეთ, სახლის ჭიშკარზე დალაგებულ ლომის ფიგურებს. ეს არ არის ვიღაცას მოუნდა და დიზაინში ჩასვა, ეს არის სუფთა ფენ-შუის მიმართულება. ორი ლომი არის მცველი და ასევე ენერგიის მომზიდველი.

რაც შეეხება კარის ფერს, ყველა მხარეს აქვს თავისი ფერი. თუ თქვენი კარი არის აღმოსავლეთში ან სამხრეთ-აღმოსავლეთში, შეიძლება მწვანე ან ბეჟი ფერი იყოს, ყავისფერიც დაშვებულია.

თუ კარი არის სამხრეთში, აქ ცეცხლის სტიქიის, ანუ წითლის ყველანაირი ტონალობა და ასევე ყავისფერიც არის დაშვებული.

კარი

მაგალითად თუ არის სამხრეთ-დასავლეთი ან ჩრდილო-აღმოსავლეთი, აქაც დაშვებული არის, რომ იყოს ყავისფერი ფერი.

დასავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი - ეს არის მეტალის სტიქია, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი და თეთრია დაშვებული.

ბოლო სექტორი, ეს არის სამხრეთი, რომელიც არის წყლის სტიქია და აქ სასურველია ლურჯი, ცისფერი ან შავი ფერი.

ლურჯი ფერის კარები არ მინახავს, მაგრამ ჩვეულებრივად დაშვებულია.სხვათა შორის, შავი ფერიც, წყლის სტიქიას მიეკუთვნება.

კარი

ამის მიხედვით ვანაწილებთ ფერებს. ამისი მიხედვით თუ არ გვაქვს შეღებილი კარი, მაშინ ამ ფერის ფეხსაწმენდს ვალაგებთ, რომ ის ენერგია გავააქტიუროთ,“ - ამბობს თიკა ქოქაშვილი.

ავტორი: ზმნა

04/03/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024