Logo

"სახლში საჭმელს აღარ ვაკეთებ. სამზარეულოში იმისთვის შევდივარ, რომ წყალი დავლიო" - თიკა ჯამბურია

"სახლში საჭმელს აღარ ვაკეთებ. სამზარეულოში იმისთვის შევდივარ, რომ წყალი დავლიო" - თიკა ჯამბურია

04/17/2026

ტექსტის ზომა

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ "მადისაღმძვრელ პოდკასტში" ახალ საქმიანობაზე - კულინარიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ბიზნესში ჩაბმის მერე, სამზარეულოში ფუსფუსი მისი საყვარელი საქმიანობა აღარაა.


"მე სახლში საჭმელს აღარ ვაკეთებ. სამზარეულოში შევდივარ მარტო იმისთვის, რომ წყალი დავლიო. ნინა რომ მეუბნება მშიაო, ვეუბნები "გამოიძახე-მეთქი იმიტომ რომ აღარ შემიძლია.
ეს საქმე ძალიან სტრესულია. ახლა ვხვდები მზარეულები რატომ არიან ასეთი გადაღლილები, დასტრესილები და ეს რა რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა.

ძალიან რთულია კვების ბიზნესში ყოფნა საქართველოში, სადაც ჭამა ძალიან მაღალ რანგში გვაქვს აყვანილი. ყველას თვალებში უნდა უყურო, ყველას გემოვნებას მოერგო. ვიღაცას შეიძლება მოეწონოს საჭმელი, მაგრამ რადგან თიკა ჯამბურიას კაფეშია, თქვას, რომ არ ვარგა," - თქვა მომღერალმა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

თიკა ჯამბურიაკარიერამომღერალიცხოვრება
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026