კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სცენა, სიყვარული, 90 წელი - ნანი ბრეგვაძის ინტერვიუ "შუადღე ლაივმა" ჩაწერა. როგორია ყველასთვის საყვარელი მომღერალი შინ? ამაზე კი, ლეგენდის შვილიშვილი, ნატალია საუბრობს.
ნატალია ქუთათელაძე: ნაკლებად მახასიათებს ღელვა, როდესაც სცენაზე ნანისთან და ეკასთან ერთად ვდგავარ. დედებს შორის დგახარ და უსაფრთხო გარემოა. მერე, ნელ-ნელა უკვე, შფოთი წამოვიდა და ნანიზე მეტად ვღელავ.

ახლა უკვე ნანის კატეგორიულად არ უნდა, რომ სცენაზე ჩანდეს. მე მესმის მისი და ამაში მხარს ვუბამ. ათასში ერთხელ შეიძლება, ისევ ერთად დავდგეთ და ვიმღეროთ. მისთვისაც ეს სხვანაირი მოტივაციაა. როცა ადამიანს ამ ასაკშიც აქვს ფუნქცია, ეს დიდი სტიმულია.
- როგორია სცენის მიღმა?
- ძალიან მზრუნველი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი, ძალიან თბილი და მომთხოვნი. შენიშვნები უყვარს. და მგონია, რომ სამართლიანად.
ეკა მამალაძე: მე რომ დავაგვიანო, დამიძახებს, სად ხარ, მომეცი რომ ვისაუზმო. 12 საათზე აუცილებლად პირველი კვება უნდა მიიღოს. წამლებსაც არ გადააცილებს. 15 წუთიანი დაგვიანებაც არ უყვარს. დროულად უნდა მიიღოს ყველაფერი. მე ასე არ ვარ.
ნატალია: სახლშიც დედოფალია და ყოველთვის დედოფალი იყო. ეს მისი ხასიათია, მისი შინაგანი მდგომარეობაა. და მგონია, რომ ამას არ თამაშობს და არ იგონებს.

მართლა ისეთია, როგორსაც ყველა იცნობთ. სახლშიც ისევე იქცევა, როგორც სცენაზე, წელშიც თავადურად გამართულია. დღის მანძილზე რომ შემოვურბენ და მოვიკითხავ, ნანი, სად ხარ-მეთქი, აღმოჩნდება, რომ თავის ოთახშია შესული, რომ მოწესრიგდეს და ისე დამხვდეს.

07/21/2026