Logo

ეს გემრიელია

სამარხვო კენკრის მაფინისა და ლიმონის კექსის რეცეპტები

სამარხვო კენკრის მაფინისა და ლიმონის კექსის რეცეპტები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო. ამჯერად, ეს მარხვა თვეზე მეტ ხანს გრძელდება და 12 ივლისამდე გასტანს. ხსნილია თევზით, ცხადია, ოთხშაბათის და პარასკევის გარდა.

რადგან კენკრის პერიოდია, ძნელია ტკბილეულის გარეშე გაიარო ეს დრო. ამიტომ გთავაზოვთ სამარხვო ნამცხვრებს.

სამარხვო მაფინები კენკრით

ინგრედიენტები: ბანანი, კენკრა, ხილის წვენი, შაქარი, ზეთი, პურის ფქვილი, ვანილი და დარიჩინი.

მომზადება:

1 ჭიქა ხილის მზა წვენს დაამატეთ 1 ჭიქა ბანანის და კენკრის დაბლენდერებული მიქსი. შაქარი გემოვნებით, რადგან წვენები და ბანანი ტკბილია. ჩაყარეთ ვანილი, ჩაასხით ნახევარი ჭიქა ზეთი და დარიჩინი. მასა ათქვიფეთ. შესაძლოა ხელის სათქვეფითაც. ბოლოს დააცერით ფქვილი 1 კოვზ გამაფხვიერებელთან ერთად. ფქვილის რაოდენობა თვალზომით - 3 ჭიქამდე დასჭირდა. მასა გაანაწილეთ სილიკონის ფორმებში. ზემოდან დაადეთ კენკრა და ღუმელში მოათავსეთ.

მზას მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა და სურვილისამებრ ცოცხალი კენკრით მორთეთ.

მაფინებიმაფინები

მზარეული ალეკო ჯავაშვილი ლიმონის სამარხვო კექსის რეცეპტს გვიზიარებს.

დაგვჭირდება:

ლიმონი 3 ცალი

შაქარი 350 გრამი

ვანილი 4 გრამი

ლიმონის წვენი 150 გრამი

წყალი 300 გრამი

ზეთი 120 გრამი

გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.

სოდა 1 ჩ.კ.

ფქვილი 800 გრამი

მომზადება:

გავხეხოთ 3 ლიმონის ცედრა. დავამატოთ შაქარი, ვანილი, მოვურიოთ და გავაჩეროთ ერთი საათით. შემდეგ ამ მასას დავასხათ ლიმონის წვენი, წყალი, ზეთი და დავაცრათ ფქვილი, რომელშიც შევურევთ სოდას და გამაფხვიერებელს. მოვათავსოთ კექსის ფორმაში და ვაცხობთ 155 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.

ფორმა რომ შეგრილდება, შემდეგ გადმოვიღოთ კექსი. რომ გაგრილდება, დავჭრათ.

კექსი

ავტორი: ზმნა

06/08/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024