Logo

სამი ჯადოსნურად გემრიელი რეცეპტი ნუცა შანშიაშვილისგან

სამი ჯადოსნურად გემრიელი რეცეპტი ნუცა შანშიაშვილისგან

11/18/2025

ტექსტის ზომა

ინტერნეტ გამოცემა "ზმნა" ახალ რუბრიკას - "რეცეპტებს" აგრძელებს. თქვენ უკვე იცით, რომ აქ ცნობილი ადამიანების საფირმო კერძების რეცეპტებს შემოგთავაზებთ. პირველი სტუმარი მსახიობი ასმათ ტყაბლაძე იყო, რომელმაც მთიულური ხინკლის რეცეპტი გაგვიზიარა და საინტერესო ისტორიებიც მოაყოლა...

ასე რომ, ჩაუსაფრდით ამ რუბრიკას, რომ რომელიმე გემრიელი სადილის მომზადების საიდუმლოებები არ გამოგრჩეთ. თან ცნობილ ადამიანებს მზარეულის ჭრილშიც გაიცნობთ.

"რეცეპტების" მეორე სტუმარია მომღერალი ნუცა შანშიაშვილი, რომელიც პიკანტური სალათის რეცეპტს გვიზიარებს.

ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი უცებ მოსამზადებელ ხაჭაპურსაც გვასწავლის და ქოქოსის ზეთში შემწვარი ყველიანი კარტოფილის საინტერესო რეცეპტსაც გვასწავლის.

***

ანანასის სალათი

გინდათ ცოცხალი, გინდათ კონსერვის ანანასი დაჭერით პატარა კუბიკებად. დაახეხეთ ერთი კბილი ნიორი, მე ორსაც ვუშვრები. დაახეხეთ სასურველი რაოდენობის ჰოლანდიური ყველი და მოასხით ცოტაოდენი მაიონეზი. კარგად აურიეთ ერთმანეთში და გამოდის უგემრიელესი სალათი. შეიძლება ვერ წარმოიდგინოთ, მაგრამ ძალიან გემრიელია.

ანანასი

ლავაშის ხაჭაპური

აიღეთ თხელი ლავაში, გადაკეცეთ ისე, რომ კონვერტის ფორმა მიიღოს,შიგ მოათავსეთ ყველის ნაჭრები ან ჩახეხილი ყველი, პომიდვრის პატარა რამოდენიმე ნაჭერი და მოაყარეთ პიტნის მშრალი სუნელი. ეს პატარა ხაჭაპური მოათავსეთ ცხელ ზეთიან ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან.

ლავაში

ქოქოსის ზეთში შემწვარი კარტოფილი

ბლომად ქოქოსის ზეთში შეწვით კარტოფილი. მარილი თქვენს გემოზე მოაყარეთ და თუ გნებავთ, ბოლოს დაახეხეთ ტრიუფელის ყველი. კარტოფილის უნახავს გაგხდით, ისეთი გემრიელია.

ქოქოსი

გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ გონგაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026