Logo

საზოგადოება

"სამი ქალი დაეხმარა ნატას ბავშვის გაზრდაში" - ნატა ვიბლიანის ცხოვრების ერთი მონაკვეთის შესახებ

"სამი ქალი დაეხმარა ნატას ბავშვის გაზრდაში" - ნატა ვიბლიანის ცხოვრების ერთი მონაკვეთის შესახებ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ემიგრანტი ლელა ქართველი, ფეისბუქზე, ნატა ვიბლიანის უმძიმესი ცხოვრების ერთ მონაკვეთზე წერს, როდესაც მან ქუთაისში მეორე შვილზე იმშობიარა.

ლელა ქართველი: ნატა ვიბლიანის უმძიმესი ბავშვობა და ჯოჯოხეთად ქცეული ისტორია, მუდამ შავი ლაქა იქნება ქართველი ბავშვების უახლეს ისტორიაში.
რატომ ან ვის აქვს უფლება ბავშვს ბავშვობა წაართვას ან ქალს ქალობა, თუნდაც ნებისმიერ ადამიანს - ადამიანობა?!
ვის დაწესებულ კანონებს იცავთ ბნელო ხალხოო!

სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში, თემურ წყობილებაში ვიყოთ ჩარჩენილნი!
ამიტომ არის სამოქალაქო ცნობიერება ასამაღლებელი ქართულ საზოგადოებაში და საჭიროა სამოქალაქო განათლების გაძლიერება, არამარტო ახალგაზრდებში, არამედ ყველა თაობაში.

დღეს ნატას შავ-ბნელით მოცული ბავშვობა, ალბათ, ისტორიის მტვრად იქცეოდა, როგორც სხვა მსგავსი გაუხმაურებელი ტრაგედიები.

ნატას უამრავი ვიდეო მოვისმინე და მხოლოდ ქუთაისში გატარებულ პერიოდს იხსენებს დიდი სიყვარულით და როგორც ი ყური მოვკარი ჩემი ბავშვობის მეგობრის, ლალი ჩარკვიანის სახელს, დავუკავშირდი ლალის და მან გაიხსენა ნატას გაცნობის ისტორია.

ქუთაისში იყო ორგანიზაცია “ინერ ჯორჯია”, რომელიც 2002 წლიდან ჩვილშვილიანი დედების დაცვის და გაძლიერების პროგრამაზე მუშაობს. როდესაც ნატამ იმშობიარა და ნუციკო შეეძინა ქუთაისში, ქუთაისის სამშობიარო სახლიდან დაუკავშირდნენ “ ინერ ჯორჯიას” და სამი თანამშრომელი ქ-ნი ლალი ჩარკვიანი, ქ-ნი ანამარია (იტალიელი მონაზონი) და ქ-ნი ნანა ნებიერიძე დაეხმარნენ ნატას სამშობიაროდან გამოყვანაში და
პატარას გაზრდაში. დაუქირავეს ბინა და აწვდიდნენ ბავშვის საფენებს და საკვებს.

ნატა ვიბლიანი

ეს ბავშვი არის ნატას მეორე შვილი, რომელიც სიყვარულით გააჩინა, როდესაც სამშვიდობოს ჩამოვიდა ქუთაისში.

პირველი ბავშვის ბედი გაურკვეველია.

ნატა ვიბლიანი

ამაყი ვარ, რომ ჩემი გამზრდელი ქალაქი ქუთაისი, სწორედ მაშინ დაუდგა ნატა ვიბლიანს გვერდით, როდესაც ცხოვრებისგან სასოწარკვეთილებაში
ჩავარდნილი მოზარდი, მაშინ ისეთ სტრესში იყო, რომ არც ლაპარაკობდა თურმე. სკოლის პირველი საფეხურებიც, წერა-კითხვაც კი ქუთაისში შეისწავლა და დღეს ასე ძლირად და ამაყად უპირისპირდება ბოროტ ძალას!
მადლობა ჩემ ქუთაისს და ჩემი სოლიდარობა ნატა ვიბლიანს!

ნატა ვიბლიანი

ავტორი: ზმნა

07/22/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024