Logo

საზოგადოება

სამი შვილის მკვლელი დედის შემაძრწუნებელი ისტორიის დეტალები

სამი შვილის მკვლელი დედის შემაძრწუნებელი ისტორიის დეტალები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

უკვე სამ წელზე მეტია ლინდსი კლენსის შემაძრწუნებელი ისტორია მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

ამ დღეებში ლინდსი კლენსის საქმის ნაფიცმა მსაჯულებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების, კონსულტანტების, ფსიქიატრებისა და მედიკამენტების ექსპერტებისგან მოისმინეს, რა ვითარებაში მოკლა ახალგაზრდა დედამ სამი შვილი.

საქმემ მთელი ამერიკის ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ კლენსის სამართლებრივ დაცვას მისი ახლა უკვე ყოფილი ქმარი უჭერს მხარს.

***

ლინდსი კლენსი (Lindsay Clancy) მასაჩუსეტსელი ყოფილი მედდაა, რომელიც 2023 წლის იანვარში საკუთარი სამი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაშია ბრალდებული. მისი ცნობილი ადვოკატი, კევინ რედინგტონი (Kevin Reddington), სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს ხელმძღვანელობს და ამტკიცებს, რომ კლენსი დანაშაულის ჩადენისას, მძიმე მშობიარობისშემდგომი ფსიქოზის (postpartum psychosis) და მედიკამენტების ჭარბი დოზირების ქვეშ იმყოფებოდა.

ეს საქმე გახდა ტრაგიკული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მშობიარობის შემდგომმა მძიმე ფსიქიკურმა აშლილობამ და სამედიცინო გულგრილობამ ამოუხსნელი ოჯახური კატასტროფა გამოიწვიოს.

კლენსიკლენსი

2023 წლის იანვარში მასაჩუსეტსის შტატის პატარა ქალაქ დექსბერში ტრაგედია დატრიალდა: 35 წლის ექთანმა, ლინდსი კლენსიმ, საკუთარი სამი მცირეწლოვანი შვილი – ხუთი წლის კორა, სამი წლის დოსონი და რვა თვის კალანი – სარდაფში სავარჯიშო რეზინებით გაგუდა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სახლის მეორე სართულიდან გადახტომით სცადა.

ლინდსი გადარჩა, თუმცა ხერხემლის მძიმე დაზიანების გამო წელს ქვემოთ სრულად პარალიზდა.

კლენსი

სასამართლო პროცესი ახლაც მიმდინარეობს და მთავარ კითხვად ისევ რჩება - რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ქალი ტრაგედიის მომენტში და შეეძლო თუ არა მას საკუთარი ქმედების გააზრება?

დანაშაულის საღამო

პროკურატურის მიერ წარმოდგენილი სურათი ამგვარია: ბრალდების მხარის მტკიცებით, ყოფილმა ექთანმა ზუსტად გათვალა ყოველი ნაბიჯი. 2023 წლის 24 იანვარს მან ქმარი, პატრიკ კლენსი, სახლიდან გაგზავნა, რათა მას აფთიაქიდან მედიკამენტები და ადგილობრივი რესტორნიდან ვახშამი მოეტანა.

კლენსი

იმ დროის განმავლობაში, სანამ მეუღლე გარეთ იმყოფებოდა, ლინდსიმ სამივე შვილი სარდაფში ჩაიყვანა და სავარჯიშო რეზინებით გაგუდა. ამის შემდეგ მან საკუთარი სიცოცხლის მოსპობა სცადა და ეზოში გადახტა. მძიმე ტრავმების გამო იგი დღეს სასამართლო პროცესებს ეტლით ესწრება.

კლენსი

პროკურორმა შანან ბაკინგემმა ნაფიც მსაჯულებს მოუწოდა, არ აჰყვნენ ემოციებს და ეს პროცესი არ აქციონ „საზოგადოებრივ დებატებად ქალთა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სამედიცინო სისტემის მოპყრობაზე“. ბრალდების პოზიცია ერთმნიშვნელოვანია: კლენსი მოქმედებდა გააზრებულად, გეგმაზომიერად და იგი მკვლელია, რომელსაც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება.

ხმები სარდაფიდან და ფსიქოზი

დაცვის მხარე - ადვოკატი კევინ რედინგტონი არ უარყოფენ, რომ ბავშვები დედამ მოკლა. თუმცა, დაცვა ამტკიცებს, რომ კლენსი იმყოფებოდა მწვავე მშობიარობის შემდგომი ფსიქოზისა და ბიპოლარული აშლილობის მდგომარეობაში. ეს არის იშვიათი და დამანგრეველი ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ადამიანს რეალობის აღქმას სრულად უჩლუნგებს.

კლენსიკლენსი

კლენსის ჩვენებით, იმ ტრაგიკულ დღეს მას ესმოდა შინაგანი უცხო ხმები, რომლებიც უბრძანებდნენ, მოეკლა შვილები და შემდეგ საკუთარი თავიც განადგურებინა. დაცვის მტკიცებით, ეს არ ყოფილა გააზრებული მკვლელობა – ეს იყო უმძიმესი ფსიქიკური აფეთქება, გამოწვეული არასწორი დიაგნოზებითა და მედიკამენტების აგრესიული, შეუსაბამო კოქტეილით.

კლენსიკლენსი

სასამართლო პროცესები ძალზე ემოციურია, შეჩერებით მიმდინარეობს. ერთ-ერთი ყველაზე ემოციური 13 აგვისტოს პროცესი იყო, როდესაც მასაჩუსეტსელი ქალი, გარდაცვლილი შვილების გაკვეთის შესახებ ჩვენების საპასუხოდ, ხმამაღლა ქვითინებდა.

კლენსიკლენსი

რამდენიმე დღის წინ ნაფიცმა მსაჯულებმა ფსიქიატრიული ექთნის ჩვენება მოისმინეს, რომელიც ლინდსი კლენსის იმ კვირების განმავლობაში მკურნალობდა, სანამ ის შვილებს მოკლავდა.

მოსამართლე უილიამ სალივანი პროცესზე ექიმების, რენე სტოუნბრიჯის და ბარბარა ოლსონის ჩვენების დროს, ნაფიც მსაჯულთა გათავისუფლებას ითხოვდა. ექიმებმა კლენსის ორი ბავშვის, კორას და დოუსონის დაზიანებები აღწერეს.

როდესაც სამედიცინო ექსპერტმა ოლსონმა პატარა კორას დაზიანებები აღწერა, რამდენიმე წუთის შემდეგ, ნამტირალევი კლენსი სასამართლო დარბაზიდან ეტლით გაიყვანეს.

ფსიქიატრები მოწმობენ, რომ ლინდსი კლენსის ფსიქოზის ნიშნები არ აღენიშნებოდა. „ზოგჯერ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ემოციურ რეაქციას იწვევს“, - განუცხადა მოსამართლე სალივანმა ნაფიც მსაჯულებს და შეახსენა მათ, რომ კანონი „მოითხოვს, რომ თქვენი მხრიდან ნებისმიერი ემოციური რეაქცია გამოყოთ იმ ინფორმაციული ღირებულებისა და წონისგან, რომელსაც მტკიცებულებები ქმნის“.

დაცვის მხარე მშობიარობის შემდგომ ფსიქოზს ამტკიცებს. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მასაჩუსეტსელი დედა ერთი წლის განმავლობაში 13 მედიკამენტის მიღების შემდეგ მშობიარობის შემდგომ ფსიქოზს განიცდიდა...

კლენსის ზედმეტად ბევრი მედიკამენტი ჰქონდა დანიშნული და საჭირო დახმარებას სათანადოდ ვერ იღებდა. დაცვის ვერსიით, ახალგაზრდა დედა დახმარების მიღებას ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ ფსიქოტური ეპიზოდი განუვითარდა, რასაც დაუდგენელი მშობიარობის შემდგომი დეპრესია კიდევ უფრო ამძიმებდა. დაცვის მხარე ასევე ამტკიცებს, რომ კლენსის სამედიცინო გუნდმა მასზე ზრუნვის ვალდებულება სათანადოდ ვერ შეასრულა.

კლენსი

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში: მას ემუქრება უვადო პატიმრობა ვადამდე პირობით გათავისუფლების უფლების გარეშე.

შეურაცხადად ცნობის შემთხვევაში: იგი გათავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და განთავსდება მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ სახელმწიფო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ხანგრძლივი ვადით.

კლენსი

ავტორი: ზმნა

08/18/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024