Logo

კულტურა

"სამიანი წინ დავსვი. განწყობით 39 წლის ვარ" - ლეო ანთაძე 93 წლის გახდა

"სამიანი წინ დავსვი. განწყობით 39 წლის ვარ" - ლეო ანთაძე 93 წლის გახდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ლეო ანთაძე 93 წლის გახდა. მსახიობი არაჩვეულებრივ ფორმაშია. ბოლოს ელდარ შენგელაიას უკანასკნელ ფილმში - "აბდაუბდა" ითამაშა. მოქმედება ცირკში ვითარდება. ფილმი სანახაობრივია და მას მალე იხილავს მაყურებელიო, "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს იუბილარი.

ახლა ქობულეთში ისვენებს, სნაპიროზე სეირნობს. თან ჩვენმა ზარმა გაახარა...

ლეო ანთაძე: ახლა ქობულეთში ვარ, ზღვა ცივია, ვერ ვბანაობ და განვიცდი. დღეს ბევრი მირეკავს, მილოცავენ.

- 93 წელი ცოტა არ არის!

- სამიანი წინ დავსვი!

- ანუ განწყობით 39 წლის ხართ?

- კი, ასე ვარ.

- ჩვენც გვირჩიეთ, რა უნდა ვქნათ, რომ ასეთი მხნეობა შევინარჩუნოთ.

- სიკეთით უნდა იყოთ განწყობილი ადამიანების მიმართ. მტერს მტრულად უნდა დახვდეთ, მოყვარეს - მოეფეროთ.

- თქვენ იმხელა ტექსტებს იმახსოვრებთ. გონების ვარჯიშია საჭირო?

- ვვარჯიშობ ტექსტების დამახსოვრებაში. ყურადღებას ვაქცევ ამოცანას, რისი თქმა მინდა. სკოლაში ორ სტროფს ვერ ვიმახსოვრებდი. აზრს არ ვატანდი და ამიტომ. როცა აზრს ატან, ადვილად გამახსოვრდება. რეპეტიციებს რომ გავდივართ, სხვისი ტექსტი მე მახსოვს და მათ თავიანთი არ ახსოვთ. გონება ავარჯიშეთ.

ავტორი: თამარ გონგაძე

11/12/2025