Logo

"სამჯერ ვიყავი შეყვარებული და სამივე ლევანი იყო" - ნანიკო ხაზარაძე

"სამჯერ ვიყავი შეყვარებული და სამივე ლევანი იყო" - ნანიკო ხაზარაძე

09/28/2026

ტექსტის ზომა


გადაცემა „პირველ სტუდიაში“ სტუმრობისას, ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ საკუთარი სასიყვარულო ურთიერთობები გაიხსენა და მათ შესახებ გულახდილად ისაუბრა.

ნანიკო ამბობს, რომ სიყვარული ცხოვრება ალამაზებს და ამიტომ სასურველია ადამიანი სულ შეყვარებული იყოს.


"ცხოვრება ძალიან სევდიანია, როცა არ არის სიყვარული. ჩემი ნება რომ იყოს სულ მექნებოდა სიყვარული, ანუ სულ შეყვარებული ვიქნებოდი... ხომ იცი, შეყვარებული როცაა ადამიანი ბევრად კეთილია, გაღიმებულია, კარგია, ცხოვრებას უფრო მარტივად უყურებს,“ - ამბობს ნანიკო.

ახლა ტელეწამყვანი შეყვარებული არ არის, მაგრამ სიამოვნებით საუბრობს მისი ცხოვრების სამ მამაკაცზე - სამ ლევანზე...

“შეყვარებული სამჯერ ვიყავი… სამივე ლევანი იყო - ლევან პირველი, ლევან მეორე, ლევან მესამე...

სამივე ლევანთან ძირითადად მქონდა სატელეფონო ურთიერთობა. სამივე ცხოვრობდა საქართველოს გარეთ და სამივესთან მიწევდა ასე მიმოწერით ურთიერთობა. ახლა ამას რაღაცნაირად ვკრძალავ, მაგრამ მე სამივე სიყვარული ამით ვიპოვე...

პირველი სიყვარული იყო ჩემი ქმარი ლევანიკო, რომელიც ქობულეთში გავიცანი და მხოლოდ გაცნობიდან და ურთიერთობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გავიგე, რომ 19 წლის იყო (მაშინ მე 28-ის ვხდებოდი).

ძალიან რთული იყო საზოგადოების წნეხი,ბევრს შეიძლება მორიდებოდა, მაგრამ მე არ მიფიქრია ამაზე.

ნანიკო და ლევანი

მეორე ლევანს ბავშვობაში ვიცნობდი, მაგრამ მერ დიდი წყვეტა იყო ჩვენ შორის. ჩვენი ურთიერთობა კარგად არ დასრულდა... მისი ოჯახი წინააღმდეგი იყო ჩვენი ურთიერთობის, რადგან მე შვილი მყავდა და ბევრი ამბების შემდეგ დავიშალეთ...

ნანიკო და ლევანი

მერე იყო ლევან მესამე, რომელიც ასევე არ ცხოვრობდა აქ და ტელეფონით ვკონტაქტობდი და მერე მასთანაც დიდი ხანი არ გაგრძელდა ურთიერთობა," - იხსენებს ჟურნალისტი.

წყარო: "პირველი სტუდია"

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ნანიკო ხაზარაძესამი ლევანისიყვარულიშყვარებული
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026