Logo

ჯანმრთელობა

სამწუხაროდ საკვებ დანამატებს ხშირად იყენებენ კანის, თმის და ფრჩხილების სამკურნალოდ - ზაზა თელია

სამწუხაროდ საკვებ დანამატებს ხშირად იყენებენ კანის, თმის და ფრჩხილების  სამკურნალოდ - ზაზა თელია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დერმატოლოგი ზაზა თელია, გამომწერებს იმ იმ ტენდენციის შესახებ უზიარებს აზრს,რომელიც უკანასკნელ ხანს საზოგადოებაში ტრენდული გახდა - ეს საკვები დანამატების შეძენისა და მიღების ერთგვარი ბუმია.

თელია ამბობს, რომ დერმატოლოგიაში საკვები დანამატების შესახებ არსებული სამეცნიერო მტკიცებულებები ხშირად არასაკმარისია, სარგებელი არც ისე დიდი, საფრთხე კი შეუსწავლელი.

„რა არის საკვები დანამატების გამოყენების სამეცნიერო მტკიცებულება დერმატოლოგიაში?

სამწუხაროდ საკვებ დანამატებს ხშირად იყენებენ კანის, თმის და ფრჩხილების სხვადასხვა დაზიანების სამკურნალოდ და "სიჯანსაღისთვის". ასევე დერმატოლოგები ხშირად უწევენ რეკომენდაციას მათ გამოყენებას.

დერმატოლოგიაში ყველაზე ხშირად გამოყენებადი დანამატებია - ცინკი (თუთია), biotin (ბიოტინი - ვიტამინი B), ვიტამინი D, ნიკოტინამიდი (nicotinamide - ვიტამინი B3), პოლიპოდიუმი (polypodium - კლდის ძირტკბილა), ასევე კოლაგენი

სამეცნიერო მტკიცებულება მათი უსაფრთხოების და ეფექტურობის თაობაზე შეზღუდულია (Evidence for the safety and efficacy of these supplements is limited.)

არ არსებობს მათი დოზირების და მათი მიღების შედეგად დამდგარი გამოსავლის სტანდარტიზებული მაჩვენებელი. არ არის ცნობილი და შესწავლილი მათი გვერდითი ეფექტები.

ასევე, არსებული მტკიცებულება არასაკმარისია იმისათვის რომ რეკომენდირებულ იქნას Biotin ან Zinc დერმატოლოგიაში გამოსაყენებლად. (Current evidence is insufficient to recommend the use of biotin or zinc supplements in dermatology).

მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი სარწმუნო, მაღალი ხარისხის კვლევების შედეგად.

საკვები დანამატები

ასევე - FDA-იმ გამოსცა გაფრთხილება საკვებ დანამატ Biotin-ის (ვიტამინი B7) მოქმედების შესახებ ტროპონინის ანალიზის პასუხის ცვლილების კუთხით, ანუ მან შესაძლოა შეცვალოს ტროპინინის მაჩვენებელი, ასევე TSH (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია) და პარათირეოიდული ჰორმონის მაჩვენებელი (PTH)

ასე რომ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კარდიოლოგიური პაციენტების და არამარტო, ანამნეზის დეტალური გამოკითხვა - ხომ არ აქვთ მიღებული ეს საკვები დანამატი," - წერს დერმატოლოგი.

ავტორი: ზმნა

12/13/2025

ზაზა თელიათმაკანისაკვები დანამატებიფრჩხილი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024