Logo

სამზარეულოში ეს ხრიკები ნამდვილად გამოგადგება

სამზარეულოში ეს ხრიკები ნამდვილად გამოგადგება

11/06/2025

ტექსტის ზომა

იმისათვის, რომ ხორცსაკეპ მანქანაში ხორცის ნარჩენი არ ჩარჩეს და მიკრობები არ გამრავლდეს, ხორცის შემდეგ უნდა გაატაროთ უმი კარტოფილი, რაც წვრილმან ნარჩენებს სრულად გამოიტანს.

თუ მაიონეზი გჭირდებათ და სახლში არ გაქვთ, შეგიძლიათ არაჟნით შეცვალოთ – შეურიეთ მაგრად მოხარშული კვერცხის გული და ერთი კოვზი მდოგვი.

არაჟანი

კარტოფილი არ გაღივდება, კვირტებს არ "გამოისხამს", თუ ვაშლთან ერთად შეინახავთ.

ლიმონი რომ არ გაგიფუჭდეთ მაცივარში, სათითაოდ შეინახეთ ცელოფნის პარკი.

ლიმონი

ბანანი უფრო დიდხანს შეინახება, თუ მას ყუნწებზე პარკს შემოახვევთ.

ტორტის ჩამოჭრილი ადგილი არ გახმება, თუ პურს მიადებთ და კბილსაჩიჩქნებით დაამაგრებთ.

თუ გინდათ, რომ კერკეტი კაკალი კარგად გაარჩიოთ, გააცხელეთ ორთქლზე, შემდეგ ძალიან მარტივია ლებნების ამოღება.

ოდნავ შეყვითლებული მწვანილის გადაყრა არ იჩქაროთ. ზეითუნის ზეთში აურიეთ და ყინულის ფორმებში ჩაასხათ, მერე კერძებში გამოიყენოთ.

ზეთი

ნუთელას დაცარიელებულ ქილაში მონარჩენ შოკოლადს ცხელი რძე დაუმატეთ და გემრიელი ცხელი შოკოლადი გამოგივათ.

მაცივრიდან სუნს გააქრობთ თუ ამ ხსნარით გაწმენდთ: აიღეთ 4 ს/კ სოდა, გააზავეთ 1 ლიტრ წყალში და კარგად გამოწმინდეთ მაცივარი, შემდეგ კი მშრალი ხელსახოცით გაწმინდეთ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026