Logo

სანამ „ჯიმ ინფლუენსერებს“ დაუჯერებთ, განსაზღვრეთ თქვენი მიზანი - ექიმი ჯაბა ზარქუა

სანამ „ჯიმ ინფლუენსერებს“ დაუჯერებთ, განსაზღვრეთ თქვენი მიზანი - ექიმი ჯაბა ზარქუა

01/28/2026

ტექსტის ზომა

ექიმი ჯაბა ზარქუა იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც სწორი კვების, წონის კორექციისა და კარგი აღნაგობის შესახებ რჩევებს, ინფლუენსერებისაგან იღებენ.

ექიმი მიიჩნევს, რომ ათლეტური აღნაგობის უკან, ყოველთვის სწორად შერჩეული ცხოვრების რეჟმი არ დგას და გადაწყვეტილების მიღებამდე, კარგად დაფიქრებაა საჭირო.

„ერთ რჩევას მოგცემთ იმისათვის რომ გაიგოთ ათლეტები და ჯიმ-ინფლუენსერები რამდენად გამოგადგებათ კვების ასარჩევად.

პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ რა არის თქვენი მიზანი.

თუ მიზანი არის 25 წლის ასაკში გადაიღოთ ლამაზი ნუდები ყველაფრის ფასად - გამოგადგებათ.

ფიტნესი

თუ მიზანი არის 50 წლის ასაკში არ დადიოდეთ ხუთ სხვადასხვა სპეციალობის ექიმთან, არ გქონდეთ პრევენტაბელური მეტაბოლური დარღვევები და არ სვამდეთ უამრავ წამალს - ზოგი გამოგადგებათ და ზოგიც - არა.

ათლეტების ცხოვრების წესი შეაფასეთ მათი კარიერის მიწურულს, ვიდრე კარიერის პიკში. კარიერის პიკში შეაფასეთ მათი პერფორმანსი და არ მოტყუვდეთ - ხშირად ეგ პერფორმანსი საკმაოდ ძვირი უჯდებათ თუნდაც მოგვიანებით.

ასე რომ - მეტი ფიქრი, მეტი დაკვირვება, მეტად გარკვევა საკუთარ სურვილებში და მიზნებში,“ - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ათლეტებიექიმის რჩევებისავარჯიში დარბაზიფიტნესი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026