Logo

საზოგადოება

"საოცარი გოგოა. მარიამისნაირი რომ ვიყო, პოლიტიკაში წასვლაზე ვიფიქრებდი" - ნანუკა ჟორჟოლიანი შვილებზე

"საოცარი გოგოა. მარიამისნაირი რომ ვიყო, პოლიტიკაში წასვლაზე ვიფიქრებდი" - ნანუკა ჟორჟოლიანი შვილებზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნანუკა ჟორჟოლიანმა თემურ ებიტაშვილთან პოდკასტში, სხვადასხვა თემებთან ერთად, შვილებზე ისაუბრა. 29 წლის მარიამი გათხოვდა და აქტივისტის ცხოვრებას შეეშვა. ნანუკა ამბობს, რომ შვილის ტაიმ აუტს ვერ ეგუება, მის ადგილას პოლიტიკაში წავიდოდა. საბა 17 წლისაა. დედის საქმიანობის მიმართ თავისი დამოკიდებულება აქვს, რითიც ნანუკა დააფიქრა... აი, რას იხსენებს ჟურნალისტი.

ნანუკა ჟორჟოლიანი: საბას აქვს ფრთხილი ასაკი. მთელი ის სამი დღე, რაც ციხეში ვიყავი, საბაზე ვფიქრობდი, ნეტა ამეხსნა და მეთქვა, რომ შეიძლება ასე მომხდარიყო-მეთქი. მინდა საბას თავმყოვარეობას არაფერი შეეხოს. საბამ უნდა იცოდეს, რომ ეს აბსოლოტურად სხვა ბრძოლაა და ეს არ ეხება მას და ჩვენს ოჯახს. ეს არის ჩემი პერსონალური ბრძოლა, რომლის არჩევანსაც საბა ეგოისტობაში მითვლის. თვლის, რომ მე ეგოისტი ვარ იმიტომ, რომ არ ვფიქრობ მასზე.

ნანუკა ჟორჟოლიანი

შენ არავინ არაფერს დაგიფასებს, შენ არავინ მადლობას არ გეტყვისო, მეუბნება 17 წლის საბა. გაოგნებული ვუყურებდი. მადლობისთვის ვაკეთებ, ასე მიცნობ-მეთქი? - ვუთხარი. ვითომ შენი ტიპები, ვინც შენთან ერთად იბრძვიან, ნახე, შენზე როგორი ჩასაფრებულები არიან ეს ვითომ თანამებრძოლები, ერთ შეცდომას არ გპატიობენო.

მეუბნება, მე ეს თემები არ მაინტერესებს, რადგან ყოველთვის ჩემს გვარს წამომაძახებენ და თავი უნდა ვიმართლოო. მამაჩემის გვარს შენი თანამებრძოლებიც წამომაძახებენ, მარტო ქოცები კი არაო.

ჩემი 17 წლის შვილი უყურებს, რომ ვიბრძვი არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებთან, არამედ, მათთან, ვისთან ერთადაც ველზე ვარ და არ ესმის.

ნანუკა ჟორჟოლიანი

რაღაც ეტაპზე იაზრებ, რომ შვილებსაც იძულებითი არჩევანი აქვთ. მარიამმა ტაიმაუტი აიღო და ვერ ვეგუები. მე მომწონს მარიამი, ფაქტურით, მომწონს ხასიათით, საოცარი გოგოა. მარიამისნაირი რომ ვიყო, მე პოლიტიკაში წასვლაზე ვიფიქრებდი. მაგრამ გათხოვდა და უნდა ცხოვრება შეირგოს მაგ კუთხით. უნდა მაშინ იძინებდეს, როცა უნდა და მაშინ იღვიძებდეს როცა უნდა. 29 წლისაა, პატარა ხომ არაა. თან ვუგებ, თან მენანება მეორე მარიამი. თან მომწონს წინა ფრონტზე, მისი ეთერები მომწონს.

მარიამ გეგუჩაძე

აღმოვაჩინე, რომ მე მივიღე გადაწყვეტილება ამ ცხოვრებით ვიცხოვრო და ჩემს ირგვლივ ყველას ვაიძულებ, რომ ამ ცხოვრებით იცხოვრონ. მერე ვუთხარი - კარგით, იყავით, სადაც გინდათ-მეთქი. გავაკეთე პლათფორმა "უმრავლესობა", წავედი და სხვის შვილებს დავუწყე ძებნა, რომლებსაც იგივე ინტერესები აქვთ. ჩემი თავის რეალიზება იქ ვიპოვე.

პოდკასტი სრულად

ავტორი: ზმნა

06/12/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024