
09/22/2026
რაიან გიგზი - „მანჩესტერ იუნაიტედის“ და ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდა. უელსელმა ვარსკვლავმა 27 წელი უერთგულა „მანჩესტერს“ და დიადი ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით 34 ჯილდოც მოიპოვა. მისის მიღწევები შთამბეჭდავია. სხვა რომ არაფერი, 2-ჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა და 13-ჯერ მოგებული პრემიერლიგა რად ღირს. მას არასდროს უთამაშია არსად „მანჩესტერის“ გარდა. მერე იქვე დარჩა სამწვრთნელო შტაბში. მაგრამ რაიან გიგზის ცხოვრება მხოლოდ ერთგულებისგან არ შედგებოდა. როდესაც წლების მერე „მანჩესტერში“ ჟოზე მოურინიუ მივიდა, გიგზი სამწვრთნელო შტაბიდან გააგდო და გადაწყვეტილება ერთი მოკლე ფრაზით ახსნა: „მოღალატეებს ვერ ვენდობი“.
საშინელი საიდუმლო 2011 წელს გამჟღავნდა. რაიან გიგზს წლების განმავლობაში საკუთარი ძმის ცოლთან ჰქონდა რომანი... ფეხბურთელის რეპუტაცია ერთ წამში განადგურდა. გიგზს თავისივე მამაც განუდგა.
2007 წელს რაიან გიგზმა სტეისი კუკზე იქორწინა. წყვილს ორი შვილი შეეძინა, ლიბერთი და ზაკი. ისინი იდეალური ოჯახის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. რაიან გიგზის, როგორც ძალიან დიდი ფეხბურთელის რეპუტაცია, ისედაც უზადო იყო. ერთ არცთუ მშვენიერ დღეს კი მთავარმა ბრიტანულმა ტაბლოიდმა „სანმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ გიგზის რძალთან, ნატაშასთან, რომელიმაც სკანდალურ ინტერვიუში აღიარა, რომ 8 წლის განმავლობაში ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა და ქმარს მაზლთან ღალატობდა.

ინტერვიუს მერე მოტყუებულმა ქმარმა ძმას დაურეკა და მოსთხოვა აეხსნა, რა ხდებოდა. რაიანმა ძმას უთხრა, რომ ჟურნალისტები ყველაფერს იგონებდნენ, თუმცა მოგვიანებით რაინ გიგზმა ძმას, როდრის მოკლე მესიჯი გაუგზავნა: „ეს მხოლოდ სექსი იყო“.
„მან ჩემი ოჯახი სექსის გამო გაანადგურა“ - თქვა მოგვიანებით როდრი გიგზმა.
რაიან გიგზის და ნატაშას ურთიერთობა 8 წელი გრძელდებოდა. მათ ერთმანეთი ღამის კლუბშ გაიცნეს და ის ღამე ერთად გაატარეს. მალე რაიანის წყალობით ნატაშა როდრიმაც გაიცნო, მერე ისინი დაქორწინდნენ, ოღონდ რაიანი და ნატაშა როდრის გულმოდგინედ უმალავდნენ, საყვარლები რომ იყვნენ.

სანამ როდრის გაყვებოდა, ნატაშა რაიანისგან დაფეხმძიმდა კიდეც. “როგორც კი რაიანმა ჩემი ფეხმძიმობის ამბავი გაიგო, მითხრა, რომ მხოლოდ ერთი ვარიანტი არსებობდა - აბორტი. იმ დღეებში მეც ლას ვეგასში უნდა გავმზავრებულიყავი, სადაც მე და როდრი რაქორწინებას ვგეგმავდით. გავიაზრე, რომ როდრის ცოლად ვერ გავყვებოდი, თუკი მისი ძმისგან ვიქნებოდი ფეხმძიმედ“ - აღიარა ნატაშამ.
რაიან გიგზმა ქალს 500 ფუნტი მისცა აბორტის გასაკეთებლად. ნატაშას მეგობარმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნატაშას ესმოდა, რომ არასწორად იქცეოდა, მაგრამ რაიანი ნარკოტიკივით იყო და ქალი ყველაფერს აკეთებდა, რასაც ფეხბურთელი მისგან ითხოვდა.
თავად რაიან გიგზი კი თავს ასე იმართლებდა: „როდესაც ლამაზ გოგოს ვხევად, თავს ვერ ვიკავებ. არც აღიარება შემეძლო და სიმართლეს მხოლოდ მას მერე ვამბობდი, როდესაც ყველაფერი პრესის ყურამდე მიდიოდა.“
როგორც მოსალოდნელი იყო, როდრი გიგზი განქორწინდა და ძმასთან ყოველგვარი კონტაქტიც გაწყვიტა: „ცხოვრებაში ორი ადამიანი მყავდა, ვისდაც ვენდობოდი. ერთ დღესაც სახლში ჩემი ცოლის დედა მომადგა, გაზეთით ხელში. იმ გაზეთიდან გავიგე, რომ ორივემ მიღალატა.“
ფეხბურთელს სხვა ნათესავებმაც ზურგი აქციეს. „მე მას სახელით აღარ მოვიხსენიებ. მრცხვენია მის გამო, როდესაც ტელევიზორში გამოჩნდება ხოლმე, სხვა არხზე ვრთავ“ - თქვა რაიან და როდრი გიგზების მამამ.
უცნაურია, მაგრამ ცოლს რაიანი მაშინვე არ მოუტოვებია. სტეისი ოჯახის შენარჩუნებას შეეცადა, თქვა, რომ ამას ბავშვების ინტერესების გამო აკეთებდა. თუმცა, როდესაც რამდენიმე წელიწადში მის ქმარს მორიგი სასიყვარულო თავგადასავალი გაუსკდა, ქალმა განქორწინება მაინც გადაწყვიტა.
რაიან გიგზმა ახალი ურთიერთობა ააწყო. ახლანდელ მეგობარ ქალთან ქალიშვილიც შეეძინა. ახალი ოჯახი აქვს როდრი გიგზსაც. ამბობენ, რომ ძმები შერიგდნენ, თუმვა ძველებური ურთიერთობა, ცხადია, ვეღარ ექნებათ. ნატაშა ლევერი კი მშვიდ, უხმაურო ცხოვრებას ამჯობინებს.
გააზიარე სტატია