Logo

"მინდა თქვენით ვიამაყო" - სარა ჯესიკა პარკერი 61 წლის გახდა

"მინდა თქვენით ვიამაყო" - სარა ჯესიკა პარკერი 61 წლის გახდა

03/27/2026

ტექსტის ზომა

სარა ჯესიკა პარკერი იუბილარია. მსახიობი, რომელმაც კერი ბრედშოუს როლით ეკრანზე ნამდვილი ეპოქა შექმნა, 61 წლის გახდა.
პარკერის წარმატების ისტორია ფილმით - Sex and the City არ დაწყებულა. მის კარიერას საფუძველი, ჯერ კიდევ ბავშვობაში, ბროდვეიზე ჩაეყარა.
თუმცა პოპულარულ მსახიობად და მოდის, ქალაქური ცხოვრების და თანამედროვე ქალის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმბოლოდ, სწორედ კერი ბრედშოუს როლის შესრულებით იქცა.

სექსი დიდ ქალაქში

საინტერესოა, რომ სარა ჯესიკა პარკერის გზა ვარსკვლავობამდე საკმაოდ რთული იყო. ის მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა და ბავშვობაში ფინანსური სირთულეებიც არ აკლდა. სწორედ ამიტომ მისი ისტორია ბევრისთვის კლასიკური „ჰოლივუდური ოცნების“ ასრულების მაგალითად მიიჩნევა.

პარკერის კარიერის ყველაზე ძლიერი გარდატეხა, რა თქმა უნდა, Sex and the City გახდა. ამ სერიალმა მსახიობს არა მხოლოდ უზარმაზარი პოპულარობა, არამედ პრესტიჟული ჯილდოები - ორი "ემი" და ოთხი „ოქროს გლობუსი“ მოუტანა.

სარა ჯესიკა პარკერი


სერიალის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, სარა ჯესიკა პარკერი უბრალოდ მსახიობი აღარ იყო, ის კულტურულ ფენომენად გადაიქცა. მისი სახელი მოდასთან იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული, რომ ეკრანული იმიჯი რეალურ ბრენდადაც აქცია. მსახიობმა ფეხსაცმელების საკუთარი ხაზი შექმნა, რომელიც საოცრად პოპულარული გახდა.

სარა ჯესიკა პარკერი

რაც შეხება პირად ცხოვრებას, სარა ჯესიკა პარკერისა და მეთიუ ბროდერიკის წყვილი, რომელიც 1997 წლიდან ერთად ცხოვრობს და სამ შვილის ზრდის, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურ ოჯახად მიიჩნევა.

„ძალიან ძლიერ მიყვარხართ და ძალიან აღფრთოვანებული ვარ იმ ადამიანებით, როგორებიც ხდებით“, - შვილებს მიმართავს სარა ჯესიკა, „ყოველდღე, სახლშიც და სამსახურშიც, მინდა თქვენით ვიამაყო“.

სარა ჯესიკა პარკერისარა ჯესიკა პარკერისარა ჯესიკა პარკერი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026