ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მსახიობმა თედო ბექაურმა, რომელმაც გიორგი ოვაშვილის გაღმა ნაპირში" შესრულებული როლით, მაყურებლის სიყვარული და პატივისცემა 9 წლის ასაკში მოიპოვა, ეკა ჩხეიძის გადაცემაში "პირველი სტუდია" ბავშვობა და ის გრძნობა გაიხსენა, რომელსაც ფიზიკური ნაკლის გამო ბავშვობაში განიცდიდა.
„პირველ კლასში რომ შევედი, მახსოვს, ბავშვები ერთმანეთს ეუბნებოდნენ - "აუ, ნახე ამას როგორი თვალი აქვს". სარკესთან ვიდექი ხოლმე და ჩემს თავს ვეკითხებოდი, რატომ მაქვს ეს თვალი ასე? ძალიან ბევრი კითხვა მქონდა ჩემს მშობლებთანაც, რომ აი რატომ მაქვს ასე თვალი, ანუ რატომ მომივიდა ეს რაღაც? ეს რა თქმა უნდა არ იყო თანდაყოლილი, ეს შეძენილი იყო და ძალიან გული მტკიოდა.
როგორც ვიცი, გადმოვვარდი სიმაღლიდან და თავით დავეცი, კეფით... დარტყმისგან ნერვის დაზიანება მოხდა. ამ ნერვის დაზიანებას დისკის გადახრა მოჰყვა და დისკის გადახრამ მხედველობა დამიქვეითა... ამ მხედველობას უკვე ვეღარ უშველეს ვეღარანაირად. შესაბამისად, ახლა ერთი თვალით კარგად ვხედავ, მეორე თვალით ვეღარ ვხედავ კარგად. დაახლოებით 10% მაქვს მეორე თვალში,“ - თქვა მსახიობმა გადაცემაში.
04/20/2026