Logo

"სასაფლაოზე გაუპატიურებაზეც დავიფიცე, ასეთ რაღაცები ცხოვრებაში არ მიფიქრია" - ბაჩუკი ჩხვიმიანის პასუხი ნატა ვიბლიანს

"სასაფლაოზე გაუპატიურებაზეც დავიფიცე, ასეთ რაღაცები ცხოვრებაში არ მიფიქრია" - ბაჩუკი ჩხვიმიანის პასუხი  ნატა ვიბლიანს

10/07/2026

ტექსტის ზომა

ემიგრანტი ქალის, ნატა ვიბლიანის საქმის გარშემო გამოძიება გრძელდება. საზოგადოებრივი ინტერესი საქმის მიმართ კვლავ დიდია.
დაზარალებული ქალი სამართლიანობის აღდგენას და საზოგადოების თანადგომას ითხოვს.

რაც შეხება არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბაჩუკი ჩხვიმიანს, ის ძალადობის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.


პოდკასტი "სანდო წყარო" და ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა სპეციალური რეპორტაჟის მოსამზადებლად სვანეთს ეწვია და საქმის სხვა ფიგურანტებთან ერთად ბაჩუკი ჩხვიმიანსაც ესაუბრა.


"როცა ჩვენი ურთიერთობა მოხდა, ნატა ჩვიდმეტი წლის იყო, მეჩვიდმეტეში იყო. მე მაშინ 33 წლის ვიყავი. სოფელში იცოდნენ, მაგრამ წინააღმდეგობა არავის გამოუხატავს. ურთიერთობა გვქონდა კი, ახლაც ვამბობ, ეს მთაში მოხდა, მაგრამ ნაძალადევი ურთიერთობა არ ყოფილა," - ამბობს ჩხვიმიანი და საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად სვანური ტრადიციით ხატზე დაფიცებას იშველიებს.


"დავიფიცე, რომ 9 წლის ასაკში მასთან არ მქონია კავშირი, ასევე დავიფიცე, რომ ცხენზე მობმის ეპიზოდი ტყუილი იყო და დავიფიცე, რომ იარაღით მივარდნის ფაქტიც ტყუილი იყო... სასაფლაოზე გაუპატიურებაზეც დაფიცებული ვარ, ასეთ რაღაცები ცხოვრებაში არ მიფიქრია, რას ჰქვია ეს, რა სისულელეა," - ამბობს ჩხვიმიანი.

დაზარალებულისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ბაჩუკი ჩხვიმიანს ნატას ორსულობასთან დაკავშირებითაც. მისი ინფორმაციით, ეს ამბავი 1999-2000 წლებში მოხდა და ბავშვი ისე გაუჩინარდა, მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.

"ეს ჩემი შვილი არ იყო და არც მშობიარობისა იქ არ ვყოფილვარ,"- ამბობს ჩხვიმიანი, თუმცა არ უარყოფს, რომ ნატასთან კავშირი ორსულობამდეც ჰქონდა და ორსულობის შემდეგაც.
რაც შეეხება სამართალს, ჩხვიმიანი ამბობს, რომ სვანურ სამართალს არ ელოდება, რადგან უკვე ხატზე დაიფიცა, რაც შეხება სისხლის სამართლის საქმეს, თუ სიმართლე "გაჭრის" მას აქაც გამარჯვების იმედი აქვს.

წყარო: "სანდო წყარო"

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბაჩუკი ჩხვიმიანიბრალდებაგაუპატიურებანატა ვიბლიანისკანდალი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026