სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მითია თუ სინამდვილე გავრცელებული აზრი, რომ დაობებული პურის მირთმევა საშიში არ არის?
მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ობის სოკოს შემადგენლობაში მყოფი პენიცილინი ჯანმრთელობისათვის სარგებლობა, მცდარს უწოდებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული.
მისი ინფორმაციით, საფრთხეს, რომელსაც დაობებული პური შეიცავს, მისგან ტოსტის მომზადებაც ვერ აგვარიდებს თავიდან.
„გავრცელებულია აზრი, რომ თუ პურზე ობის სოკო გაჩნდა მისი მიღება არ არის საშიში და პირიქით სასარგებლოც კია პენიცილინის შემადგენლობის გამო, რომელიც ანტიბიოტიკს წარმოადგენს.
ეს შეხედულება მცდარია.
ობის სოკოში (Penicillium Crustosum) ნამდვილად არის წარმოდგენილი პენიცილინი, მაგრამ მედიკამენტი მას შეიცავს გასუფთავებული სახით.
იმ შემთხვევაში თუ ობის სოკოს მიირთმევთ, გაითვალისწინეთ რომ იგი გამოყოფს ჯანმრთელობისთვის საზიანო მომწამვლელ მიკოტოქსინებს. გარდა ამისა პურზე შესაძლოა წარმოიქმნას სხვადასხვა ტიპის სოკო, რომლის იდენტიფიკაცია ლაბორატორიული კვლევის გარეშე გაგიჭირდებათ.
მაგალითად: Cladosporium, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, Rhizopus Stolonifer, რომელიც იშვიათ შემთხვევაში იწვევს ზიგომიკოზს, სასიკვდილო ინფექციას სისხლის კლოტირებით.
მაღალ ტემპერატურაზე შესაძლოა განადგურდეს სოკო, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ტოქსინები გაცილებით მდგრადია, ამიტომ ტოსტის მომზადება ვერ დაგიცავთ საფრთხისგან.

თუ პურის ზედაპირზე მხოლოდ მცირე ნაწილშია ობის სოკო წარმოდგენილი ნუ იფიქრებთ რომ იმ ნაწილის მოცილება პრობლემას გადაჭრის, რადგან სოკოები მცირე ზომის სპორებს წარმოქმნის, რომელიც აუცილებლად იქნება გავრცელებული როგორც კონკრეტულ ნაჭერზე ასევე შეფუთვაში არსებულ მთლიან პურზე,“- წერს ირაკლი არაბული.
12/25/2025