Logo

საშინელებათა ფილმმა, რომელიც კრიტიკოსებმა დაიწუნეს, მოულოდნელი შედეგი აჩვენა

საშინელებათა ფილმმა, რომელიც კრიტიკოსებმა დაიწუნეს, მოულოდნელი შედეგი აჩვენა

10/14/2026

ტექსტის ზომა

ჰოლივუდის კინოგაქირავებაში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

ჯესიკა ჩესტეინის მონაწილეობით გადაღებულმა საშინელებათა ფილმმა „სხვა დედა“ (Other Mommy) ჩრდილოეთ ამერიკის სალაროებში პირველი ადგილი დაიკავა და აარონ სორკინის გახმაურებულ ახალ დრამას მნიშვნელოვნად გაუსწრო.

11 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, „სხვა დედამ“ სადებიუტო უქმეებზე 27,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მაშინ როდესაც სორკინის „სოციალურ ანგარიშსწორება“ მხოლოდ 5,5 მილიონი დოლარის შემოსავლით მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა.

სხვა დედა

განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ „სხვა დედამ“ კრიტიკოსებისა და მაყურებლებისგან საკმაოდ უარყოფითი შეფასებები მიიღო. ფილმს CinemaScore-ის გამოკითხვაში D+ შეფასება აქვს, თუმცა ამან მის კომერციულ წარმატებას ხელი ვერ შეუშალა.

ფილმის სიუჟეტი პატარა გოგონას გარშემო ვითარდება, რომელსაც იდუმალი, ზებუნებრივი არსება ატერორებს. არსება მისი დედის გარეგნობას იღებს. ჯესიკა ჩესტეინი ფილმში ორ როლს ასრულებს.

სურათის წარმოების ბიუჯეტი დაახლოებით 19 მილიონი დოლარია, ხოლო მსოფლიო კინოგაქირავებაში მან პირველივე უქმეებზე 45,2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

გაცილებით მოკრძალებული აღმოჩნდა ოსკაროსანი სცენარისტისა და რეჟისორის, აარონ სორკინის ახალი ნამუშევრის შედეგი, რომელიც რეალურ მოვლენებს ეყრდნობა და Facebook-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ კომპანიის შიდა დოკუმენტების გასაჯაროების ისტორიას მოგვითხრობს.

ფილმი 2010 წლის გახმაურებული დრამის, „სოციალური ქსელის“ თემატური გაგრძელებაა.

ფილმი

კინოგაქირავების ეს შედეგები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებს საშინელებათა ჟანრი თანამედროვე ჰოლივუდში. შედარებით მცირე ბიუჯეტით გადაღებული საშინელებათა ფილმები ხშირად ახერხებენ ფართო აუდიტორიის მოზიდვას, მაშინაც კი, როდესაც კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონებით არ სარგებლობენ.

წყარო: Associated Press

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

საშინელებათასხვა დედაფილმიჯესიკა ჩესტეინი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026