საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
7 დეკემბრის თავდასხმიდან 1 წლის შემდეგ ტვ პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე გადაცემას "პირველ სტუდიას" სტუმრობდა.
1 წლის წინ განვითარებული მოვლენების გარდა, მაკამ პროფესიაში განვლის გზასა და ამჟამინდელ საქმიანობაზეც ისაუბრა.
"პარლამენტში არ მიყვარს მუშაობა. იქ ქართული ოცნების ძალაუფლება ყველაზე კარგად ჩანს... არცერთი ოპოზიციონერი ხომ არ არსებობს, სამთავრობო არხებით გარშემორტყმული, მხოლოდ ჩვენ და ფორმულა ვართ უმცირესობაში და რომ შეგჭამონ არავინ არ არის არც თითის გამნძრევი და არც ხმის ამომღები.
საშინელი აურაა პარლამენტში და გარდა ამისა არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ჩაგქოლონ ისე, რომ ზედაც არ შემოგხედონ... გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც... მაგალითად მამუკა მდინარაძე, სანამ სუს-ის უფროსად დაინიშნებოდა, იყო უმრავლესობის ლიდერი და მისი მთავარი ფუნქცია იყო, როცა ჩვენს გადამღებ ჯგუფს დაინახავდა ისე დავებულინგებინეთ, რომ მეორედ პარლამენტში მისვლის სურვილი არ გაგვჩენოდა," - თქვა ჟურნალისტმა.
12/08/2025