Logo

საზოგადოება

"სასწაულების რომ არ მჯეროდეს, აქამდე ვერ მოვიდოდი" - კარგი ამბავი ხათუნა სამნიძისკენ

"სასწაულების რომ არ მჯეროდეს, აქამდე ვერ მოვიდოდი" - კარგი ამბავი ხათუნა სამნიძისკენ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

როგორც იცით, პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე მესამე წელია სიმსივნეს ებრძვის. ვერაგ სენთან ბრძოლაში მას, ცოტა ხნის წინ, თანამემამულეები ფინასურად დაეხმარნენ. საზოგადოება მის მხარდასაჭერად, ტელემარათონის მეშვეობით გაერთიანდა და მკურნალობისთვის საჭირო ხარჯები შეუგროვა - 151 ათასი ლარი. ხათუნა მკურნალობას გერმანიაში განაგრძნობს. და კარგი ამბავი კი ის არის, რომ შეგროვილი სამი კურსის თანხით, გერმანელი ექიმი სრული კურსის (პლუს სამი კურსი) ჩატარებას აპირებს.

ვიკა ბუკია: როცა წამლის პროვაიდერმა, ხათუნას გერმანელი ონკოლოგისგან გაიგო, როგორ შეგროვდა ეს თანხა, მარათონით და თქვენით ისე აღფრთოავნდა, რომ გადაწყვიტა ამ თანხით, თერაპიის სრული კურსი ჩაუტაროს.

მინდა სულ გახსოვდეთ, რა გაკეეთეთ და მინდა ამ სიკეთით იაროთ. ეს უნდა იყოს დიდი მოტივაცია თქვენთვის. გახსოვდეთ, რომ თქვენ გადაარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე და ეს სიკეთე დაგხვდებათ წინ.

პოლიტიკოსი კი ფეისბუქზე წერს:

"სასწაულების რომ არ მჯეროდეს, აქამდე ვერც გავძლებდი. სიყვარულით რომ აკეთებ რაღაცას, უფრო რომ მჯერა ასეთ დროს სასწაულის, ესეც გახსოვდეთ, ასეა მგონია და ვიკა ბუკიას რომ სასწაულ გულთან ერთად, კიდე კაი ხელი აქვს, არაა <3

ჩემი უმაგრესი და განსაკუთრებული პროფესორის ძალისხმევით და თქვენი ჯადოსნური მხარდაჭერით, შემდეგი თვეები ჩემს ჯანმრთელობაზე ვკონცენტრირდები. უნდა იმუშავოს კარგად თერაპიამ და დანარჩენზე მერე ვიფიქრებ."

ავტორი: ზმნა

07/02/2026