ეს გემრიელია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მოდის საცივის მომზადების დრო - ახალი წელი. საახალწლო სუფრაზე, ეს კერძი, ყველა ოჯახში იწონებს თავს. დიასახლისებს მისი მომზადების სხვადასხვა წესები აქვთ. მიდის საუბარი იმაზე - წელს ქათმის საცივი გავაკეთოთ თუ ინდაურის?
ფეისბუქზე კულინარი ირინა ნერგაძე-რობაქიძე საცივის რეცეპტს აქვეყნებს. თან ასეთ შესავალს ურთავს.
“საცივი” მუდამ საკამათო თემაა იმერლებსა და მეგრელებს შორის, უნდა დუღდებოდეს თუ არა.
ვფიქრობ, ეს საკითხი ყოველთვის ასე დარჩება.
ჩემთვის ორივე კუთხის საცივი მისაღებია ზუსტად იმ ვარიანტით, როგორც მას ამზადებენ და ეძახიან.
რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ, ტრადიციები არ იცვლება,თითოეული კუთხე საცივს საკუთარ წესით ამზადებს
მოკლედ, საცივი ისეთივეა, როგორიც არის იმერეთში და ისეთივე, როგორიც არის სამეგრელოში და ორივე თავისებურად ფასეული.

ჩემი საცივი
აუცილებლად 1 კგ ნიგოზი, თუ გინდათ, რომ კარგი გამოგივიდეთ
1. დავამუშავებთ გატარებულ ნიგოზს და გამოვუყვანთ ზეთს.
2. ვხარშავთ ინდაურს დაფნის 2 ფოთოლთან ერთად.
• დიდხანს არ უნდა ვხარშოთ დაფნის ფოთოლთან ერთად, თორემ მის გემოზე გადაიყვანს.
3. როდესაც ინდაური მოიხარშება, მოვართმევთ ზედმეტ ცხიმს და მასში ჩავშუშავთ 2 ცალ გატარებულ ხახვს.
4. დამუშავებულ ნიგოზს დავუმატებთ მარილს, 3-4 კბილ გახეხილ ნიორს და წიწაკას.
5. უმატებთ 1 ჩ.კ. ხმელ ქინძს და უცხო სუნელს — 1 ჩ.კ. მიხაკსა და დარიჩინს (დანის წვერით).
6. 1 ჩ.კ. ყვითელ ყვავილს
არასდროს წინ არ უნდა წამოიწიოს რომელიმე სანელებლის გემომ, ისე უნდა დავაბალანსოდ.
ყველაფერს ამას ვასხამთ მოხარშული ინდაურის წვენში და ვაბლენდერებთ.
7. შემდეგ ავიღებთ 2 .5 ლ ან 3 ლ წვენს და კარგად ვხსნით.
• საცივი აუცილებლად უნდა მოდუღდეს და მიხაკის და დარიჩინის გარეშე ეს რეცეპტი ვერ წარმომიდგენია.

• იმერეთში ასე კეთდება.
8. როდესაც წვენი მოიხარშება,
ვამატებთ ხორცის ნაჭრებს და ერთს წამოვადუღებთ
9. უმატებთ ლიმონს ან თეთრ ძმარს.
• მარილს გემოვნებით
დიდი ფილოსოფია არ უნდა, ძალიან მარტივია
12/16/2025