Logo

რელიგია

"საწყალი ჩვენი ხალხი! ვიღაცამ მოპარა დღესასწაული" - დეკანოზ ანდრია კემულარიას ქადაგება

"საწყალი ჩვენი ხალხი! ვიღაცამ მოპარა დღესასწაული" - დეკანოზ ანდრია კემულარიას ქადაგება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დეკანოზი ანდრია კემულარია, საახალწლო სამზადისში გართული ხალხის შემხედვარე, ამ გამოსაფხიზლებელ სიტყვას ქადაგებს. სასულიერო პირი წერს ადამიანებზე, რომლებიც ახალ წელს სუფრით და ქეიფით ხვდებიან, ხოლო საშობაოდ აღარც სიხარული აქვთ შერჩენილი და აღარც ლოცვა-სიხარულის ენერგია.

"დღეს საღამოს ქალაქში მომიწია გასვლა. გაჭედილი და გაუვალი ქუჩები, ჩოჩქოლი, ალიაქოთი. საწყალ ხალხს უთხრა ვიღაცამ: არიქა, ახალი წელი მოდის, იზეიმეთო. ზოგი კრედიტით, ზოგი პენსიით, ზოგი სიმწრითა და გაჭირვებით ნაშოვნი ფულით – ვინ რითი – ყველა ცდილობს იმის მომარაგებას, რაც „მუცლად შევალს და განსავალით განვალს“.

მერე კი, საღამოს, დათქმულ დროს მიუჯდეს ეკრანიან ყუთს, რათა ეზიაროს „დღესასწაულს“, რომლის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ ამ დღით, რამდენიმე საუკუნეა კალენდარი იწყება. მერე კი, სულ ექვსი დღის მერე, ქრისტეშობა გათენდება. ამ დღისთვის კვლავ აფუსფუსდება ხალხი, ოღონდ ისე ვერა, როგორც ეს ერთი კვირის წინ შეძლო. ვერც მოლოდინსა და განცდებს ექნება ის სიმძაფრე – დაილია, ამოიწურა, არ არის უკვე იმდენი ენერგია. და ასე უღიმღამოდ, უკეთეს შემთხვევაში – სუფრასთან აღნიშნავს ამ დღეს. დღეს, რომელშიც მისი მხსნელის შობა, მისი ღმერთის განკაცება უნდა აღენიშნა, ეხარა, ელოცა, იმედით აღვსილიყო. სადაა! ვიღაცამ მოპარა დღესასწაული.

ერთადერთი განცდა, რაც დამეუფლა, სიბრალულის განცდა იყო. საწყალი ჩვენი ხალხი! „როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!“ - ამბობს ქადაგებაში დეკანოზი.

ავტორი: ზმნა

12/30/2025