ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
„არ არის დასამალი, რომ 41-ის ვხდები... საუბრობენ იმაზე, რომ სხვადასხვა პროცედურებს ვიტარებ სახეზე, რომ შევინარჩუნო ჩემი გარეგნობა,“ - თქვა ტელეწამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ ნათია შელეგიას პოდკასტში „50+“ .
ნაზღაიძე აღნიშნავს, რომ არ ესმის ადამიანების, ვინც ინექციურ ან პლასტიკურ პროცედურებს „შირმის უკან“ იკეთებენ.
იცი, რა არის მთავარი ამბავი? აი, ყველა მამაკაცს მინდა მივმართო და ქალბატონსაც შემიძლია მივმართო, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ დამალავს. ნუ, შირმის ან ფარდის უკან კი დამალავ, თუმცა ყველას ყველაფერი მაინც გვეტყობა.
შეღებილი თმაც გვეტყობა, "წარბამოღებული" მდგომარეობაც გვეტყობა, ბოტოქსიც გვეტყობა, სხვადასხვა ინექციებიც...
ყველაფერი გვეტყობა. აქედან გამომდინარე, დამალვას აზრი არა აქვს. თუ გინდა და გსიამოვნებს, აუცილებლად უნდა გაიკეთო. მაგრამ მაინც, პირველ რიგში ჯერ უნდა ვიბანოთ! იმიტომ, რომ ჩვენი პრობლემა არის, რომ შეიძლება მოწესრიგდე და სუფთად ჩაიცვა,“ - თქვა ტელეწამყვანმა.
რაც შეხება პროცედურებს, გიორგი ნაზღაიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ინექციური პროცედურებისთვის არ მიუმართავს, თუმცა თუ დაჭირდება, აუცილებლად გაიკეთებს.
„არაფერს არ ვიკეთებ, თუ დამჭირდება აუცილებლად გავიკეთებ, მაგაზე პრობლემა არ მაქვს. და ვიტყვი ამას და ფარდის და შირმის უკან არ გავაკეთებ,“ - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.
04/04/2026