ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ზაფხულის დადგომასთან ერთად, მზეზე გატარებული დროის კონტროლი და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება განსაკუთრებით აქტუალური ხდება. თუმცა ხშირად, საუკეთესო განზრახვის მიუხედავად, მშობლები ისეთ შეცდომებს უშვებენ, რომლებმაც შესაძლოა ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს.
რა უნდა ვიცოდეთ პატარების მზისგან დასაცავად, როდის არის აუცილებელი ჩრდილში ყოფნა და როგორ გვეხმარება სმარტფონებში არსებული აპლიკაციები UV ინდექსის კონტროლში?
ამ თემებზე დერმატო-ვენეროლოგმა ლალი მეკოკიშვილმა პოდკასტში "ყველაფერი ესთეტიკას" ისაუბრა.

„სავალალო სურათია, როცა ვუყურებთ ჩვილ ბავშვებს შუაგულ მზეზე, ქვიშაში რომ ათამაშებს მშობელი. ამაზე დიდი გაუნათლებლობა ალბათ არაფერია.
ჩვილი ბავშვი, არც მზის დამცავი კრემით უნდა შეაწუხო... ის უნდა იყოს ჩრდილში, სუფთა ჰაერზე, მაგრამ არა მზის გულზე...

შემდგომ, ოდნავ მოზრდილ ასაკში, თუ ბავშვები ზღვაში ჩადიან, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ასაკის შესაბამისი მზის დამცავი.
საქართველოს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეამოწმოთ "UV ინდექსი" ანუ ულტრაიისფერი ინდექსი.

ახლა ყველა ტელეფონს აქვს ეს აპლიკაცია. მაგალითად, ინდექსის მაჩვენებელი 8-დან 12-მდე გეუბნება, რომ სჯობია სახლში დარჩე. ანუ საერთოდ არ უნდა გახვიდე გარეთ, როცა ასეთი მაღალი ულტრაიისფერი ინდექსია. არის პერიოდი, როდესაც აპლიკაცია გეუბნება, რომ შეგიძლია დაცვის გარეშე გახვიდე გარეთ, იმიტომ რომ დაბალია ულტრაიისფერი ინდექსი.
ანუ, იმის გათვალისწინება, თუ როგორია ულტრაიისფერი გამოსხივების ინდექსი, აუცილებელია,“ - ამბობს დერმატოლოგი.
07/14/2026