Logo

"საყვარელი და კეთილი ბავშვია" - კეკე კეკელიძე ექვსი თვის გახდა

"საყვარელი და კეთილი ბავშვია" - კეკე კეკელიძე ექვსი თვის გახდა

11/07/2025

ტექსტის ზომა

გიორგი კეკელიძის ქალიშვილი - კეკე ექვსი თვის გახდა. მარიამ სოსელია სოციალურ ქსელში საყვარელი იუბილარის ფოტოსესიას აქვეყნებს.

"საოცარი ეტაპი დაიწყო მისი დაბადებით. ძალიან მადლობელი ვარ ცხოვრების, ყველაფერი ისე განვითარდა, რომ კეკე დაბადებულიყო.

ხანდახან მგონია, რომ ამხელა სიყვარულს ვერ დავიტევ, ისეთი საყვარელი და კეთილი ბავშვია" - ამბობს "ზმნასთან" მარიამი.

მარიამ სოსელია და კეკემარიამ სოსელია და კეკე

კეკე მაისში დაიბადა და ამის შესახებ ცნობილმა მამიკომ მაშინვე ამცნო საზოგადოებას. სახელი მარიამის მეგობარმა შეურჩია. გიორგიმ კეკეს მამობა მოირგო და ახალი და ყველაზე მაგარი სტატუსით, კიდევ უფრო მეტი საქმეების კეთებას შეუდგა. ახლახან წიგნიც გამოუშვა - საყვარელ ძაღლზე, კუპატაზე და ის კეკეს მიუძღვნა.

მარიამ სოსელია და კეკე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026