Logo

რელიგია

"სერიალებით თვალების დასიება და "საჩკაობა", ქრისტიანების შესაფერისი არაა" - რას გვირჩევს მამა ლევანი

"სერიალებით თვალების დასიება და "საჩკაობა", ქრისტიანების შესაფერისი არაა" - რას გვირჩევს მამა ლევანი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

კასპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა ლევანი მართლმადიდებელი მრევლისთვის დღის განრიგს ადგენს. მოძღვარი ფეისბუქზე წერს, თუ როგორ უნდა გავწეროთ დღე, რა უნდა შევასრულოთ, რომ დაცულები ვიყოთ.

მამა ლევანი: როგორ ჯობია დღის გატარება?

როცა ვუსმენ ხოლმე ადამიანებს, ვხვდები, რომ ბევრმა ქრისტიანმა არ იცის, როგორ უნდა გაატაროს დღე, რომ სათნო ეყოს უფალს და თვითონაც დაცულ იყვეს. ამიტომ ვისაც გაინტერესებთ, რამდენიმე რჩევას გეტყვით.

დავიწყოთ დილით. გავიღვიძებთ თუ არა პირ-ჯვარი უნდა გამოვისახოთ, მადლობა ვუთხრათ ღმერთს, რომ გაგვაღვიძეს და კიდევ ერთი დღე გვაჩუქეს. უნდა ვემთხვიოთ გულსაკიდ ნაკურთხ ჯვარს, რომელსაც არასდროს არ უნდა ვიხსნიდეთ და ვთხოვოთ დაცვა.

არ შეიძლება ხალათით, ან გაბურძგნული მისვლა ხატებთან; რომ მოვწესრიგდებით, ლამაზად ჩავიცმევთ, მაშინვე ვიწყებთ დილის ლოცვას. ეს არის მადლობის მოხდა კიდევ ერთი დღისთვის და ძალიან კარგი ლოცვა საკუთარი თავისთვის, სულისთვის, სამშობლოსთვის, ეკლესიისთვის, ცოცხლებისთვის, გარდაცვლილებისთვის და განსაცდელში მყოფთათვის.

დილის ლოცვის შემდეგ, უნდა დავიწყოთ 90-ე ფსალმუნი და ამ დროს ჯვრის სახით ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლს, ვისხუროთ ჩვენც და უფალს ვთხოვოს დაგვიცვას ხილული და უხილავი მტრებისგან. (ქრისტიანები გიშრების, ეკლების, გაცვეთილი ნალები და მსგავსი რაღაცეების იმედადად არ არიან).

ვინც უკვე მშობელია, არსებობს შვილებისთვის შედგენი ლოცვა და ის უნდა წაუკითხოს. ღამის 12 საათიდან უზმოზე უნდა ვიყოთ ხოლმე, რომ ყოველ დილით მივიღოთ ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი. თუ რამე სერიოზული სნეულება გვაქვს მთელი დღე შეგვიძლია ნაკურთხი წყლის მიღება.

ასევე, ყოველ დილით, შუბლზე, ჯვრის სახით უნდა ვიცხოთ ნაკურთხი ზეთი. მარხვის დღე თუ არის, უნდა ვიმარხულოთ. თუ კვირა დღეა, წირვაზე უნდა წავიდეთ. როცა შორ გზაზე ვართ წასასვლელი, მგზავრობის ლოცვაც უნდა ვილოცოთ.

ეს არის ის მინიმუმი, რასაც ყველა მართლმადიდებლურად მონათლული უნდა აკეთებდეს. მოძღვრის კურთხევით, მორწმუნენი, ყოველდღე, დამატებით სხვა და სხვა ლოცვებსაც კითხულობენ.

ამის შემდეგ, მამაკაცებმა და მანდილოსნება, უნდა დავიწყოთ ჩვენი პირადი მოვალეობების, პირნათლად შესრულება. სერიალებით თვალების დასიება, "საჩკაობა", ქრისტიანების შესაფერისი არაა. მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის საქმის კეთებისას, შეგვიძლია გულში ვიმეოროთ იესოს, ღვთისმშობლის ლოცვა, ან ნებისმიერი მოკლე ლოცვა, რომელიც ჩვენ გვათბობს. მაგ. ღმერთო მიშველე, ღმერთო შემეწიე და ა.შ. მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ცოდვებს.

საზრდელის მიღებისა წინ და დასრულებისას უნდა ვილოცოთ შესაბამისი ლოცვები. მაგიდასთან საჭმელად დაჯდომის გარდა, ისეც გვიწევს რაღაცის შეჭმა თუ დალევა, და აუცილებლად ყველაფერს ჯვარი უნდა გადავსახოთ.

სანთელი

თუ ვინმეს რამეში დავჭირდებით და უანგაროდ გამოვადგებით ე.ი. ღმერთს ვახსოვართ და უნდა გვახარებდეს.

უთანხმოება შეგემთხვევა ადამიანთან? მაშინვე უნდა შეურიგდეთ, შეიძლება ჩვენთვის, ან მისთვის ბოლო დღეა.

დღის ბოლოს, ძილის წინ უნდა ვილოცოთ ძილად მისვლის ლოცვა. თუ ძალიან ვიღლებით და ვეღარ შევძლებს საჭირო დროს წაკითხვას, ერთი ორი საათით ადრეც დაშვებულია მისი წაკითხვა. ამით უფალს პატიებას ვთხოვთ, მთელი დღის განმავლობაში ჩადენილი ცოდვებისთვის, ვურიგდებით, ვინ იცის, იქნებ დილით აღარ აპირებენ ციდან ჩვენ გაღვიძებას და საბანი სუდარად უნდა გვექცეს. დაწოლისას ჯვარი უნდა გადავსახოთ სარეცელს.

ვინც ყოველ დღეს ასე ატარებს, იგი პირნათელი და ვალმოხდილია ღმერთის, სამშობლოს, ეკლესიის, ცოცხალი და გარდაცვლილი ახლობლების წინაშე.

ზოგიერთს, არაფრის კეთება არ უნდა და მხოლოდ ხელისუფლებას აბრალებს საქართველოს ამ სავავალალო მდგომარეობაში ყოფნას. ყველამ ჩვენი მოვალეობა უნდა შევასრულოთ, ყველამ ჩვენი თავები გამოვასწოროთ, ჩვენ ლოცვა ძალას შეიძენს, მერე ბევრი უნდა ვილოცოთ რომ გვეღირსოს ხალზე მზრუნველი მთავრობა. თავისით სასიკეთოდ არსად არაფერი იცვლება.

ავტორი: ზმნა

12/22/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024