Logo

სასარგებლო რჩევები

"შეხედეთ ცხოვრებას, როგორც გამოცდილებას" - როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ჰარმონია?

"შეხედეთ ცხოვრებას, როგორც გამოცდილებას" - როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ჰარმონია?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, ბევრი ადამიანი სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ემოციურ მდგომარეობას, შინაგან სიმშვიდესა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას.

გადაღლა, მუდმივი სტრესი, მოტივაციის დაკარგვა, უიმედობა და საქმის დაწყების გაჭიანურება ზოგჯერ გვანიშნებს, რომ განტვირთვა, საკუთარ თავთან განმარტოება და ყოველდღიური ჩვევების გადახედვა გვჭირდება.

ჰიპნოთერაპიის, რეგრესული ჰიპნოზისა და რეიკის პრაქტიკოსი რუსუდან კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფიზიკურ სხეულზე, არამედ მენტალურ, ემოციურ და სულიერ მდგომარეობაზეც სისტემატური ზრუნვა. სპეციალისტი გვიზიარებს რჩევებს, რომლებიც, მისი ხედვით, შინაგანი ჰარმონიის აღდგენასა და სიცოცხლის ხალისის დაბრუნებაში შეიძლება დაგვეხმაროს.

"როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ჰარმონია და რა შეგიძლიათ თავად გააკეთოთ ამისთვის?

სულიერი პრაქტიკები და სულიერი თერაპიები (როგორიცაა, მაგალითად, რეიკი, რეგრესული ჰიპნოზი) საკუთარ თავზე და სიჯანსაღეზე ზრუნვის განუყოფელი ნაწილებია. იმისათვის, რომ ფიზიკური სხეულის სიჯანსაღე იქნეს მაქსიმალურად შენარჩუნებული, აუცილებელია, არა მხოლოდ ფიზიკურ სხეულზე ზრუნვა, არამედ ჩვენს ენერგიაზე, მენტალურ და ემოციურ სხეულებზე სისტემატურად ზრუნვაც, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავენ ჩვენს ჯანმრთელობას და ქმედითუნარიანობას ფიზიკურ სამყაროში.

თუკი გრძნობთ სიცოცხლის ხალისის ნაკლებობას, პროკრასტინაციას ( საქმის დაწყება გიჭირთ) , დაგეუფლათ უიმედობა და პესიმიზმი, დიდი ალბათობით, თქვენს ენერგეტიკულ ნატიფ სხეულებში და ქვეცნობიერში გაჩნდა გარკვეული ბლოკები, რომლებიც სასიცოცხლო ენერგიას ხელს უშლიან თავისუფლად დინებაში.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ თავად შინაგანი ჰარმონიის აღსადგენად?

  • ეცადეთ, დღის განმავლობაში გამოძებნით დრო განტვირთვისთვის.
  • მოერიდეთ სტრესულ გარემოს.
  • მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს, რომლებიც თავს ცუდად გაგრძნობინებენ.
  • მეტი კონტაქტი მკურნალ ბუნებასთან.
  • ცხოველებთან ურთიერთობაც დაგეხმარებათ, რამეთუ ისინიც თერაპიულად მოქმედებენ ადამიანზე.
  • გააკეთეთ თქვენთვის სასიამოვნო მედიტაციები.
  • ეცადეთ გონება მაქსიმალურად დააკავოთ იმედიანი აზრებით.
  • ხმამაღლა იმეორეთ პოზიტიური აფირმაციები. მაგალითად: 'მე მიყვარს სიცოცხლე', 'ყველაფერი არის კარგად' და ასე შემდეგ. ხშირი გამეორებით გონება, ბოლოს და ბოლოს, ირწმუნებს ამას და თქვენც კარგად იგრძნობთ თავს.
  • იფიქრეთ იმაზე, თუ რა სარგებელი შეგიძლიათ მოიტანოთ სხვებისთვის. შესაძლოა, ეს იყოს თუნდაც გაღიმება, სხვისთვის იმედიანი სიტყვის თქმა, მიუსაფარ ცხოველზე ყოველდღიური ზრუნვა. ეს ყველაფერი თავად თქვენვე გაგრძნობინებთ კარგად თავს.
  • ეცადეთ, ცხოვრებას შეხედოთ, როგორც სულიერ გამოცდილებას და არა დრამატულ მოვლენას .
  • და გახსოვდეთ, ყველაფერი,რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, რეალურად თქვენი სულის დასახმარებლად და სასიკეთოდ არის, რაც არ უნდა რთული იყოს ამის რთულ მომენტებში დაჯერება.

ასევე, გახსოვდეთ - თითოეული თქვენგანი სამყაროსთვის ძალიან ძვირფასია, იბრწყინეთ," - გვირჩევს რუსუდან კვირიკაშვილი.

ავტორი: ზმნა

07/16/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024