Logo

"შაშიანელი მარიტა" - ზოია წიკლაური გარდაიცვალა

"შაშიანელი მარიტა" - ზოია წიკლაური გარდაიცვალა

11/12/2025

ტექსტის ზომა

მთელი დღეა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება.
გარდაიცვალა ზოია წიკლაური - ქალი, რომელსაც გამორჩეული გარეგნობისა და ჩაცმულობის გამო მთელი თბილისი იცნობდა.
შაშიანელი გოგონას ტრაგიკული ისტორია დედაქალაქში კარგად იციან. მის ამბებს ხშირად ზღაპარივით ჰყვებიან.

ზოია წიკლაური


ამბობენ, რომ სილამაზემ დაღუპა... რომ ტრადიციების მიმდევარმა მკაცრმა საზოგადოებამ გააუბედურა... რომ ერთადერთი შვილი დაეღუპა და იმიტომაც შეერყა ფსიქიკა.
ერთზე კი თანხმდებიან, რომ საგულდაგულოდ გამოპრანჭული, მძივებითა და სამკაულებით მორთული სათნო ქალბატონი, ყველას სიბრალულსა და პატივისცემას იმსახურებდა.

ზოია წიკლაური

ზოიას ცხოვრების ისტორია სოციალურ ქსელში განსხვავებული ინტერპრეტაციით ვრცელდებოდა. მის ცხოვრებას აღწერს მაია კაკაურიძის მოთხრობა "ციცინათელები".


არავინ იცის, რა გულისტკივილი ატარა ჭრელა-ჭრულა მოსართავების მიღმა, არავინ იცის, რა სტკიოდა და რას განიცდიდა სიცოცხლეში "მთაწმინდელების მარიტა"... სიკვდილის შემდეგ კი თბილისელების გულწრფელი ცრემლი და მოგონებების ზღვა წაიღო თან.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გარდაიცვალაზოია წიკლაურიკოლორიტიმარიტა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026