Logo

შავი ქლიავის კაკაოიანი ჯემი - "ნუთელას" ჯანსაღი ალტერნატივა

შავი ქლიავის კაკაოიანი ჯემი - "ნუთელას" ჯანსაღი ალტერნატივა

08/03/2026

ტექსტის ზომა

შეფი ნინო თვალავაძე შავი ქლიავის ძალზედ საინტერესო ჯემის რეცეპტს გვიზიარებს.

"ყველაზე პიკანტური გემოს ჯემი, რაც კი ცხოვრებაში მომიდუღებია. შავი ქლიავის და კაკაოს კომბინაცია საოცრება აღმოჩნდა" - ამბობს ნინო.

ნინო თვალავაძე

კურკაგამოცლილ ქლიავს ვაყრით შაქარს, კაკაოს და ვანილს და ვტოვებთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით ვათავსებთ დაბალ ცეცხლზე და პერიოდულად ვურევთ. შემდეგ მასას დავაბლენდერებთ. ბოლოს ვამატებთ რომს, მარილს და ლიმონის წვენს. 5 წუთით ისევ ვადუღებთ და ჯემი ზადაა. ვფიქრობ, ეს ჯემი ნუთელას შედარებით ჯანსაღი ალტერნატივაა და მის ჩანაცვლებას შეძლებთ.

რეცეპტი დეტალებით

1 კგ დაჭრილ ქლიავს ვაყრით 1 კგ შაქრისა და 3–4 სუფრის კოვზი კაკაოს ნარევს, ვასხამთ 2 სუფრის კოვზ ლიმონის წვენს და ვტოვებთ 1–2 საათი, ან მთელი ღამე,რომ უხვად გამოღოს წვენი.

ხარშვა და დაბლენდერება: ვდგამთ დაბალ ცეცხლზე, ადუღებიდან 20 წუთი ვხარშავთ, შემდეგ გადმოვდგამთ და ხელის ბლენდერით ვაქცევთ ერთგვაროვან მასად.

ჯემი

საბოლოო ეტაპი: ვაბრუნებთ ცეცხლზე, უწყვეტი რევით ვადუღებთ კიდევ 5–7 წუთი, ვამატებთ ლიმონის წვენს, გამორთვისთანავე კი ვამატებთ 1 ჩაის კოვზ ვანილს და 2–3 სუფრის კოვზ რომს

ზამთრისთვის: ცხელსვე ვასხამთ ცხელ, სტერილიზებულ ქილებში, ვტოვებთ სრულ გაცივებამდე.

ვიდეო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026