სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნიგოზს, როგორც ჯანმრთელობისათვის სასარგებლო, უნიკალურ პროდუქტს, საზოგადოება უკვე ასწლეულებია იცნობს.
ახლახან ცნობილი გახდა კვლევის შესახებ, რომელმაც ნიგვზის სასარგებლო თვისებები კიდევ ერთხელ დაადასტურა.
კვლევის შესახებ ინფორმაციას პროფესორი გიორგი ფხაკაძე აზიარებს გვერდზე www.sheniekimi.ge
„თუ ყოველ დილას საუზმეზე (მაგალითად, მუსლთან და იოგურტთან ერთად) 50 გრამ ნიგოზს მიირთმევთ, თქვენი რეაქციის დრო გაუმჯობესდება მთელი დღის განმავლობაში, ხოლო მეხსიერების მუშაობა დღის ბოლოს გაცილებით უკეთესი იქნება.
რას ამბობს მეცნიერება? ნიგოზში შემავალი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, ცილები და ფლავონოიდები დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციაზე.
კვლევაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილი – ერთ ჯგუფს ნიგვზით მდიდარი საუზმე ჰქონდა, მეორეს კი იგივე კალორიულობის, მაგრამ ნიგვზის გარეშე.
ტვინის აქტივობის ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ნიგვზის რეგულარული მოხმარება გააუმჯობესებს მენტალური დავალებების შესრულების ეფექტურობას.

“ნიგოზი ნამდვილად უნიკალური პროდუქტია! ის არა მხოლოდ ტვინის ფუნქციას აუმჯობესებს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში დემენციისა და მეხსიერების დაქვეითების რისკსაც ამცირებს . ეს კვლევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჯანსაღი კვება პირდაპირ კავშირშია გონებრივი შესაძლებლობების ოპტიმიზაციასთან,” - ამბობს გიორგი ფხაკაძე.
12/22/2025