Logo

"შეგრძნება მაქვს, რომ ბოლოჯერ შეგხვდებით სცენიდან" - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური მიმართვა

"შეგრძნება მაქვს, რომ ბოლოჯერ შეგხვდებით სცენიდან" - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური მიმართვა

12/07/2025

ტექსტის ზომა

საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი მუსიკის მოყვარულებსა და გულშემატკივრებს კონცერტებზე ეპატიჟება.

ტექსტმა, რომელიც ნიკოლოზ რაჭველმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღლვა გამოიწვია.

რაჭველის ნიჭის გულშემატკივრები მის ტექსტში იმ მონაკვეთმა შეაშფოთა, სადაც დირიჟორი ამბობს, რომ ეს შეხვერდა სცენიდან შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს.

„ვისაც შეგიძლიათ 19 დეკემბერს, მერე 23-შიც და 26-შიც გელოდებით ჩემს კონცერტებზე ეროვნული ორკესტრის აუდიტორიაში…

შეგრძნება მაქვს, რომ ბოლოჯერ შეგხვდებით სცენიდან… ნეტავ ვცდებოდე…

გია ყანჩელს ვუძღვნი ფესტივალს და ძალიან მაგარი პროგრამები ავაწყვე, ასევე უმაგრესი და უნიჭიერესი სოლისტებით და მინდა რომ გაგიზიაროთ… სიამოვნება მოგანიჭოთ!…

რთული დროა, მაგრამ მუსიკას აქვს ერთი თვისება: ცოტა ხნით გაჰყავხარ ასტრალში და უკან დაბრუნებისას გრძნობ ახალ ძალას, რომელიც გასულდგმულებს და გაძლიერებს!!! ამიტომ მოდი შევიკრიბოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული და თანადგომა! ემპათია და ჯინი იმის, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ზრუნვას ჩვენი სამშობლოს საუკეთესო მომავლისათვის!!!

P.S. თითოეული შეძენილი ბილეთი სასუნთქი საშუალებაა საქართველოს ე ვ გ ე ნ ი მ ი ქ ე ლ ა ძ ი ს (მისი ტრაგიკული ბედი ხომ ყველას გახსოვთ) სახელობის ეროვნული ორკესტრისათვის!!!

მიყვარხართ და გელოდებით,” - წერს დირიჟორი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბოლო შეხვედრაკონცერტიმუსიკანიკოლოზ რაჭველი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026