რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი:
"ხშირად გაგვიგონია, რომ რომ ნათლიობის შემოთავაზებაზე უარის თქმა არ შეიძლება...
უარის თქმა კი არა, დათანხმება არ შეიძლება თუკი არ გაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა. ეს იცით რას ჰგავს? დაახლოებით ასეთი რამეს, რომ შემოგთავაზონ "პილოტი ვერ გამოცხადდა დღეს და თქვენ თუ დაჯდები თვითმფრინავთანო." დაჯდებით? ან გემის მართვას ითავებთ, თუკი არ გაქვთ ამის გამოცდილება?
თუ ხვდებით, რომ ვერ იქნებით ისეთი ნათლია, როგორიც საჭიროა, უნდა თქვათ უარი.
ნათლიობის დროს როცა გეუბნებიან თქვით „მრწამსი“, ვიღაცას ჰგონია ზეპირად უნდა იცოდეს... ზეპირად შეიძლება ადამიანმა მთელი ბიბლია იცოდეს,მაგრამ ერთი სიტყვა ვერ გაიგოს იქიდან.
„მრწამსი“, რომელსაც ნათლობისას ვკითხულობთ, ჩვენი ცხოვრების მრწამსი უნდა იყოს და ამ კრიტერიუმების მიხედვით ვარჩევთ ნათლიას. იმიტომ რომ მინდა ჩემი შვილიც ასეთი გაიზარდოს.
თუ პასუხისმგებლობას არ აცნობიერებ ადამიანი, ნათლიობაზე არ უნდა დათანხმდე არავითარ შემთხვევაში და თუ იტვირთავ ამ მოვალეობას, მაშინ კეთილი უნდა ინებო და შეინარჩუნო ეს ურთიერთობა არა 19 იანვარს რომ დაგირეკავს და დაურეკავ, არამედ ყოველდღიურად.
თუ შენ დადიხარ ეკლესიაში, უნდა იცოდე, შენი ნათლული თუ დადის, მოძღვართან თუ აქვს კავშირი, კითხვები თუ აქვს. ეს ყველაფერი შენი მოვალეობაა.
არ შეიძლება ეს ფორმალური იყოს. თუ ადამიანი ნათლობის საიდუმლოზე მიდის რიტუალისთვის, ასეთ ნათლობას რა აზრი აქვს."
01/18/2026