საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ანრი ჯოხაძემ საზოგადოებას დედის გარდაცვალება ამცნო. "გამიფრინდა ჩემი ბედნიერება" - დაწერა ფესბუქზე და მთელი ქვეყანა დაამწუხრა, რადგან კომპოზიტორ რუსუდან ჩხაიძეს, ტელეშოუების წყალობით, ყველა იცნობდა.
მაკა რაზმაძე კომპოზიტორის უკანასკნელ დაბადების დღეს იხსენებს.
"საშინლად მიყვარხარ... არ მეგულება ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც შეხვდა რუსიკოს და სამუდამოდ არ შეიყვარა ეს საოცარი ადამიანი.
ბოლო დაბადების დღე მოიწყო წელს. თვითონ დაგვირეკა სათითაოდ ყველას, გაშალა დიდი სუფრა და შეგვკრიბა სახლში. უბედნიერესი დღე იყო, გაბრწყინებული იჯდა, სიყვარულს ასხივებდა, გვეფერებოდა და თითქოს გვემშვიდობებოდა... მართლაც მალევე სიკეთით სავსე გული გაუჩერდა...
რამდენი ბავშვი გაიზარდა მის სიმღერებზე და შეიძლება ცოტამ თუ იცის, რომ ის სიმღერები რუსიკოს ეკუთვნოდა. მიუხედავად ბობოქარი ხასიათისა, საოცრად თავმდაბალი ხელოვანი იყო და არასდროს იტყოდა ხოლმე ხმამაღლა თავის დამსახურებებზე. სხვებისგან იგებდნენ ხშირად ოჯახის წევრები" - წერს ფეისბუქზე ჟურნალიტი.

12/24/2025