Logo

სპორტი

"შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ვისწავლე, რომ დედას უნდა მოვუსმინო" - ილია თოფურია

"შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ვისწავლე, რომ დედას უნდა მოვუსმინო" - ილია თოფურია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ილია თოფურიას განსაკუთრებული დამოკიდებულება დედასთან, საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გიორგი კეკელიძემ წიგნი დაწერა - "დედა და ილია", სადაც ჩემპიონის და ინგა ბენდელიანი-თოფურიას ბიოგრაფიაა მოცემული. ჩემპიონის დედა ამბობს, რომ შვილებს ყოველთვის ამ სიტყვებით ზრდიდა - "შენ შეგიძლია, გამოგივა, შეძლებ." შემდგარი შვილების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ეს მეთოდი გასათვალისწინებელია.

ილია კი ამბობს:

“შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ყველაზე დიდი რამ, რაც ამ სიტუაციიდან ვისწავლე არის ის, რომ დედას მოვუსმინო. დედებს აქვთ ინტუიცია და ისინი ხედავენ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ.

როცა დედა გეუბნება, რომ რაღაც რიგზე არ არის, მნიშვნელობა არ აქვს შენთვის რამდენად ნათლად და სწორად ჩანს ყველაფერი — ეს მაინც ასე არ არის. ვისწავლე, რომ დედას უნდა მოვუსმინო. მიყვარხარ დედა.”

ილია თოფურია

ინგა ბენდელიანი-თოფურია აფხაზეთიდანაა. აი, რას ამბობს ის ინტერვიუში.

"ილია პირად კონტროლზე მყავს და რჩევებს მუდმივად ვაძლევ, რადგან არ მინდა საზოგადოების თვალში შეიცვალოს და ვეუბნები, შინაგანად ყოველთვის იყავი იმ დევნილი ქალის შვილი, რომელმაც ჭუბერზე საშინელი დღეები ფეხშიშველმა და მშიერმა გადმოიარა-მეთქი. არ დაგავიწყდეს, რომ დედაშენი დევნილია და საკუთარ ქვეყანაში დევნილის სტატუსი აქვს-მეთქი.

ყველაზე მშრომელი და ღირსეული დედები ქართველებს ჰყავთ.

ჩვენ 19 წელია ალიკანტეში ვცხოვრობთ. ალიკანტე პატარა სოხუმია. ზღვისპირა ლამაზი ქალაქია. ილია, ჩემპიონობის შემდეგ, მადრიდში გადავიდა. ამაყი კი იმით ვარ, რომ ჩემი შვილი კარგი მაგალითია მომავალი თაობისთვის. თავაწეული დავდივარ და სულ თავს ავწევ. ჩვენი ბიოგრაფიით ბევრ დედას შეიძლება იმედი გაუჩნდეს და ეს მახარებს."

ავტორი: ზმნა

04/10/2026