Logo

ჯანმრთელობა

შეიძლება სტრესი სასარგებლო იყოს ადამიანებისთვის? - ფსიქოლოგის განმარტება

შეიძლება სტრესი სასარგებლო იყოს ადამიანებისთვის? - ფსიქოლოგის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულების თანახმად, სტრესი ჩვენი ჯანმრთელობის, ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის N1 მტერია.

თუმცა, რა მოხდება, თუ აღმოჩნდება, რომ სტრესის უარყოფითი გავლენა არა თავად რეაქციაზე, არამედ მის მიმართ ჩვენს განწყობაზეა დამოკიდებული?

მასშტაბური სამეცნიერო კვლევები სრულიად ახლებურ პერსპექტივას გვთავაზობს. მეცნიერები ამბობენ, რომ აჩქარებული გულისცემა და მღელვარება შესაძლოა არა პანიკას, არამედ ახალი გამოწვევების გადასალახად ორგანიზმის მზაობას ნიშნავდეს.


როგორ გარდავქმნათ სტრესი ჩვენს მოკავშირედ, რა როლს თამაშობს ამ პროცესში „სიყვარულის ჰორმონი“ ოქსიტოცინი და რატომ არის მნიშვნელოვანი რთულ მომენტებში სხვების მხარდაჭერა? ფსიქოლოგი ხათუნა ხაჟომია განმარტავს.

ხათუნა ხაჟომია


"როგორ ფიქრობთ, შეიძლება სტრესი სასარგებლო იყოს ადამიანებისთვის?

ჩვენ სტრესის მიმართ მხოლოდ ნეგატიური დამოკიდებულება გვაქვს. ვიცით, რომ ის აზიანებს ნერვულ სისტემას, გულს, იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, მაგრამ კვლევებით აღმოჩნდა, რომ ყოველთვის ასე არ არის.

2000-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა ხანგრძლივი და მასშტაბური კვლევა, რომელშიც 30 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

8-წლიანი კვლევის და დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ სტრესი ჯანმრთელობას ზიანს იმ შემთხვევაში აყენებს, თუ ადამიანს სტრესის მავნებლობის სჯერა, ხოლო თუ მას საშიშად არ აღვიქვამთ, სტრესი ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს.

სტრესი

როდესაც რაღაცაზე ნერვიულობ და გულისცემა და სუნთქვა აჩქარებულია. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს სტრესით გამოწვეული ეგრეთ წოდებული პანიკა... მაგრამ ამავე დროს აღმოჩნდა, რომ ასეთი სიმპტომები შეიძლება იყოს სიგნალი, რომელიც გვეუბნება, რომ ორგანიზმი მზად არის ახალი გამოწვევებისთვის.

თუ ჩვენ ასე შევხედავთ და ასე აღვიქვამთ სტრესს, ის ნაკლებ ზიანს მიაყენებს ჯანმრთელობას.

სტრესი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - სტრესის დროს გამოიყოფა ოქსიტოცინი, ჰორმონი, რომელიც გვაიძულებს ვეძებოთ მხარდაჭერა სხვა ადამიანებთან და დავეხმაროთ სხვა ადამიანებს. სოციალური კავშირები ისედაც ყველასთვის ცნობილია, რომ სტრესის დონეს ამცირებს.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ პერიოდში სხვა ადამიანებს ეხმარებოდნენ ან იღებდნენ მხარდაჭერას, სტრესისგან გამოწვეული სიკვდილიანობის რისკი საერთოდ არ ჰქონდათ.

სტრესი

გამოდის, რომ ბევრი რამე ჩვენს განწყობაზეა დამოკიდებული. სტრესის დროს ჩვენი სხეული, ფსიქიკა, ადამიანები ჩვენ გარშემო, შეიძლება გახდნენ რესურსი, რომელიც სასურველია გამოვიყენოთ და არ გავუმკლავდეთ პრობლემებს მარტო," - განმარტავს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

08/04/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024