Logo

შეიძლება თუ არა დილის ყავით დაწყება? - ნატა გაგუა გვირჩევს

შეიძლება თუ არა დილის ყავით დაწყება?  - ნატა გაგუა გვირჩევს

02/07/2026

ტექსტის ზომა

ხშირად გვესმის განსხვავებული მოსაზრებები იმ თემასთან დაკავშირებით, თუ რომელი სასმელით უნდა იწყებოდეს დილა - ფინჯანი ცხელი ყავით თუ ერთი ჭიქა ცივი წყლით?

სწორად იქცევიან თუ არა ადამიანები, რომლებსაც დილა ფინჯანი ყავის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ?

ყავა და წყალი

ამ კითხვებზე zmna.ge-ს კითხვებს ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ უპასუხა.

ნატა გაგუა:

ყავის დალევა დილით კარგი გადაწყვეტილებაა. უბრალოდ, ვისაც ჯანსაღი ცხოვრება უნდა, დილა დაიწყოს წყლით და წყლის დალევიდან 15-20 წუთის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ სწორად მომზადებული ყავა.

რას ნიშნავს სწორად მომზადებული ყავა? თუ გინდათ იყოთ ენერგიული მთელი დღის განმავლობაში და თქვენს ორგანიზმზე არ აისახოს ყავის უარყოფითი თვისებები, საჭიროა, რომ პირველი ფინჯანი ყავა იყოს კარგი ყავისგან მომზადებული. თუ დრო გაქვთ, კარგი იქნება ხელის საფქვავით დაფქული. ასე უფრო მეტ პლუსებს მიიღებთ ყავისგან.

ყავა

ყავა უნდა იყოს უშაქრო. ქალბატონებისთვის შეიძლება ცოტა რძით და ნაღებით, რადგან არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ყავა უმნიშვნელო რაოდენობით, მაგრამ მაინც აძევებს ორგანიზმიდან კალციუმს.

თუ მკაცრ დიეტაზეა ადამიანი, მაშინ რძის ან ნაღების დამატება უფრო მნიშვნელოვანია მაგრამ თუ დღის განმავლობაში მიირთმევს რძის პროდუქტებს და კალციუმით მდიდარ პროდუქტებს, მაშინ შეუძლია ყავა რძის გარეშეც მიირთვას" - ამბობს ნუტრიციოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დილით ყავანატა გაგუანუტრიციოლოგიყავა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026