Logo

სასარგებლო რჩევები

შეიძლება თუ არა ინექციური პროცედურების ჩატარება, როცა საკვებ დანამატებს ვიღებთ? - ექიმის რჩევები

შეიძლება თუ არა ინექციური პროცედურების ჩატარება, როცა საკვებ დანამატებს ვიღებთ? - ექიმის რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

 ინექციური ესთეტიკა თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს და მას ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს.

გადაწყვეტილებას, ინექციური პროცედურების ჩატარეების შესახებ, ადამიანები საკმაოდ მარტივად იღებენ, თუმცა ექიმები შეგვახსენებენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, გარკვეული საკითხების გათვალისწინება აუცილებელია.

ექიმი ნანა ადამია იმ პრეპარატებსა და საკვებ დამატებზე საუბრობს, რომლებსაც ინექციური პროცედურის მიმდინარეობასა და შემდგომ რეაბილიტაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

“ინექციური ესთეტიკური პროცედურის წინ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკა და პრეპარატი, არამედ პაციენტის ორგანიზმის მდგომარეობაც. ამაში დიდ როლს თამაშობს ისიც, იღებს თუ არა პაციენტი საკვებ დანამატებს.

ზოგიერთ დანამატს, როგორიცაა ომეგა 3, ვიტამინი E და გინგო ბილობა, შეუძლია გაზარდოს სისხლდენის რისკი.

ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი მოქმედებენ თრომბოციტებზე და აფერხებენ სისხლის შედედებას.

ინექციური ესთეტიკა

ამის გამო პროცედურის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს:

* უფრო ადვილად გაჩენილი ჰემატომები (სისხლჩაქცევები)

* უფრო დიდი და შესამჩნევი ეკიმოზები

* ნაჩხვლეტის ადგილიდან ხანგრძლივი სისხლდენა

* უფრო ხანგრძლივი შეშუპება

* და შედარებით ძლიერი ანთებითი რეაქცია

მაგალითად:

* ომეგა 3 (განსაკუთრებით მაღალი დოზით) მოქმედებს როგორც სისხლის „გამათხელებელი“

* ვიტამინი E მაღალი დოზით ზრდის სისხლდენის რისკს

* გინგო ბილობა ამცირებს თრომბოციტების ფუნქციას და ხელს უწყობს ჰემატომების განვითარებას

საკვები დანამატები

მნიშვნელოვანია:

პაციენტმა თვითნებურად არ უნდა შეწყვიტოს დანამატების მიღება.

ექიმმა აუცილებლად უნდა ჰკითხოს პაციენტს არა მხოლოდ მედიკამენტების, არამედ ყველა დანამატისა და ფიტოპრეპარატის შესახებ.

ინექციურ ესთეტიკაში გართულებების პრევენცია იწყება სწორად შეგროვებული ანამნეზით — პროცედურამდე.

კარგი და უსაფრთხო შედეგი იწყება ბევრად ადრე, ვიდრე ნემსი.

ნებისმიერი დანამატის შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით,” - ამბობს ნანა ადამია.

ავტორი: ზმნა

04/28/2026

ინექციური ესთეტიკაკოსმეტოლოგინანა ადამიასაკვები დანამატები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024