Logo

რელიგია

შეიძლება თუ არა ქალი ტაძარში შარვლით შევიდეს? - მღვდელი გურამ ოთხოზორია განმარტავს

შეიძლება თუ არა ქალი ტაძარში შარვლით შევიდეს? - მღვდელი გურამ ოთხოზორია განმარტავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"ქალისთვის ტაძარში შარვლით შესვლის აკრძალვა, მე მიმაჩნია არადოგმატურად. დოგმატი არის, ის, რაც ყველამ უნდა გავიზიაროთ და არის წესები ეკლესიაში, რომელიც უკვე საუკუნეების მანძილზე არსებობს და მანდ ფანატიზმში არ უნდა გადავიდეთ. წესი ეპოქიდან ეპოქამდე იცვლება, დრო იცვლება, ჟამი იცვლება...
ქრისტე არ არის გაყინული, რაღაცა ჩამოქნილი კერპი, რომელსაც უცვლელად უნდა ვეთაყვანოთ და არაფერი არ უნდა შეიცვალოს. ის ჭეშმარიტებაა, რომელიც ჩვენში აღწევს და ცვლილებას იწვევს. ჩვენ ცვლილებების გარეშე ჭეშმარიტებამდე ვერ მოვალთ, რადგან მე თუ ჩემი სიმართლე გავყინე, მაშინ ჭეშმარიტებამდე ვერ მოვალ.


იყო ეპოქები, როცა შარვალი დაუშვებელი იყო.
დღეს მე არა მგონია, რომ შარვლის გამო პრობლემა უნდა შევუქმნათ ქალებს.
ჯერ ერთი ხევსურეთში ჯერ კიდევ როდის, ქალებს შარვლები ეცვათ, კაცებს კიდევ კიდევ კაბები. ჩვენც გვაცვია კაბა. მთელი აღმოსავლეთი კაბით დადის. ეს ჩვეულებრივი ნორმა იყო. შარვალი ევროპული ნორმაა.

მთაში ქალს რომ შარვალს ეცვა, ეს მაშინ იყო პრაქტიკული. ის ისეთ სამუშაოებს ასრულებდა, სადაც შარვლით უფრო მოხერხებულად გრძნობდა თავს.
დღეს ემანსიპირებულია ქალი, გარეთ გამოვიდა, "კუხნაში" ხომ არ ზის? ავტობუსში მგზავრობს, მატარებელში, მანქანით მოძრაობს, ოფისში ზის და მისთვის შარვალი უფრო პრაქტიკულია.
და რაღაცნაირად არ გამოდის, რომ ეკლესიაში კაბა უნდა ჩაიცვა, რომ შენ დამნაშავე ხარ, როცა შარვლით დადიხარ. ამის გამო კომპლექსდება ადამიანი, რომ თურმე შარვალი არ არის სიწმინდე ეკლესიაში. ეს რას ნიშნავს? ღობის აქეთ სიწმინდეა და ღობის იქით არა? ღმერთი მარტო ტაძრის ეზოშია და ტაძარშია და გარეთ არ არის?"- ამბობს მამა გურამი.

ავტორი: ზმნა

04/19/2026