Logo

სასარგებლო რჩევები

შეიძლება თუ არა კონსერვებში აცეტილსალიცილის მჟავის გამოყენება?

შეიძლება თუ არა კონსერვებში აცეტილსალიცილის მჟავის გამოყენება?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დიასახლისების დიდი ნაწილი, შინ კონსერვების მომზადებისას, ქილაში ასპირინის აბს ამატებს და ამ გზით ცდილობს პროდუქტი უსაფრთხო გახადოს.

კონსერვირების ეს მეთოდი ას წელზე მეტია პოპულარული რჩება, რადგან ასპირინის მოქმედებით ბაქტერიები იღუპება და კონსერვირებული პროდუქტი დიდხანს არ ფუჭდება.

ასპირინი

ასპირინი კონსერვში წარმოქმნის ნაერთებს, რომელიც კლავს მიკრობებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატს სისხლის გამათხელებელი მოქმედება და ალერგიულობა ახასიათებს, ადამიანის ორგანიზმისათვის მომწამვლელია და გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის დასკვნით, სალიცილის მჟავასა და მისი წარმოებულების საკვებ პროდუქტებში დამატება აკრძალულია.

ასპირინი

საჭიროა თუ არა პროდუქტის კონსერვირებისას მჟავა გარემოს შექმნა და როგორ უნდა ჩავანაცვლოთ აცეტილსალიცილის მჟავა?

ამ კითხვებით zmna.ge სურსათის უვნებლობის სპეციალისტს ირაკლი არაბულს დაუკავშირდა.

„აცეტილსალიცილის მჟავა ქილაში ქმნის მჟავა გარემოს და სადაც მჟავე გარემოა იქ ბაქტერიები ვერ მრავლდება. სწორედ ეს იყო წლების განმავლობაში კონსერვებში ასპირინის დამატების დანიშნულება.

ასპირინი

როცა ადამიანებმა ამ დანიშნულებით ასპირინის გამოყენება დაიწყეს, მაშინ არ არსებობdა ის სხვა ტიპის დანამატი, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა გამოგვეყენებინა კონსერვების მომზადებისას.

დღეს კვების ინდუსტრია ძალიან განვითარებულია და უამრავი დანამატი არსებობს, რომელსაც პროდუქტში მჟავე გარემოს შექმნა შეუძლია და ამასთანავე სრულიად უსაფრთხოა. ასეთი დანამატებია ლიმონმჟავა ან ძმარმჟავა, რომელსაც ქარხნულად დამზადებულ პროდუქტებში იყენებენ.

ლიმონმჟავა

ლიმონმჟავა საკვები დანამატია და მისი საკვებად გამოყენება დაშვებულია.

კონსერვის მოზადებისას, 1 ლიტრ სითხეზე დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონმჟავა შეგვიძლია გამოვიყენოთ. ან გავზომოთ PH სპეციალური ტესტერით. PH-ის რაოდენობა სასურველია 5-ზე ნაკლები იყოს.

ლიმონმჟავა პროდუქტში ქმნის სპეციფიკურ გარემოს, არეგულირებს მჟავიანობას . ხელს უშლის ტოქსინების გამოყოფას და ბაქტერიების გამრავლებას. ამასთანავე არ ცვლის გემოვნურ თვისებებს, რაც მის გამოყენების კიდევ ერთი უპირატესობაა.“

ავტორი: ზმნა

11/12/2025

აკრძალულიასპირინიაცეტილსალიცილიკონსერვილიმონმჟავა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024