Logo

შეიძლება თუ არა წონაში კლების პოპულარულმა პრეპარატებმა ძუძუს კიბოს რისკიც შეამციროს?

შეიძლება თუ არა წონაში კლების პოპულარულმა პრეპარატებმა ძუძუს კიბოს რისკიც შეამციროს?

06/07/2026

ტექსტის ზომა

წონაში კლების პოპულარული პრეპარატები, როგორიცაა სემაგლუტიდი (Ozempic, Wegovy) და ლირაგლუტიდი, შესაძლოა მომავალში არა მხოლოდ სიმსუქნისა და დიაბეტის სამართავად, არამედ კიბოს პრევენციისთვისაც იქნას გამოყენებული.

ამაზე ჩიკაგოში გამართულ ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების (ASCO) 2026 წლის კონგრესზე წარმოდგენილი რამდენიმე ახალი კვლევა მიუთითებს.

ჯანმრთელობა

ყველაზე მასშტაბურ კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც 110 ათასზე მეტი ქალის მონაცემებს ეყრდნობოდა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ GLP-1 ჯგუფის პრეპარატების მომხმარებლებში ძუძუს კიბოს განვითარების ალბათობა დაახლოებით 30%-ით დაბალი იყო, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც ამ მედიკამენტებს არ იღებდნენ.

კონფერენციაზე წარდგენილმა სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ GLP-1 პრეპარატები შესაძლოა დაკავშირებული იყოს კიბოს პროგრესირების და მეტასტაზირების უფრო დაბალ რისკთანაც.

ჯანმრთელობა

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი მხოლოდ წონის კლება არ არის. მედიკამენტები გავლენას ახდენს ანთებით პროცესებსა და იმ ბიოლოგიურ მექანიზმებზე, რომლებიც სიმსივნის განვითარებაში მონაწილეობენ.

თუმცა სპეციალისტები საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. არსებული მონაცემები დაკვირვებით კვლევებს ეფუძნება და იმის დასადასტურებლად, რომ პრეპარატები ადამიანს ძუძუს კიბოსგან იცავს, კვლევები კვლვაც გრძლდება.


წყარო: American Society of Clinical Oncology (ASCO) Annual Meeting 2026;

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გასახდომი პრეპარატებიკვლევაოზემპიკისემაგლუტიდიძუძუს კიბო
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026