კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ფოტომოდელმა და ინფლუენსერმა თამო ვაშალომიძემ, გადაწყვიტა მსახიობის პროფესიას დაეუფლოს. მას შემდეგ, რაც თამომ იტალიურ ფილმში ეპიზოდური როლი შეასრულა, ამ პროფესიის მიმართ სერიოზული ინტერესი გაუჩნდა.
„მე და მსახიობობა ერთმანეთისგან შორს ვიყავით ყოველთვის, მაგრამ რადგან არის ვარიანტი, რომ კასტინგზე მიმიწვიონ, ფილმში გადამიღონ, მინდა რომ ჩემს თავზე ვიმუშაო. დავიწყე სიარული მეტყველებაზე, რაც მიჭირს( ზოგჯერ მღელვარების ფონზე სიტყვა შეიძლება ჩავყლაპო). ჩავეწერე თეატრალურ კურსებზე, ვმუშაობ, რომ არც ჩემი თავი და არც ჩემი ქვეყანა არ შევარცხვინო.
გაცნობით კურსს რომ დავესწარი თეატრალურში და რომ დაიწყეს საუბარი სპექტაკლებზე, შემრცხვა... მე არ დავდივარ თეატრში... ჩემს თავს ვუთხარი - „რატომ არ იცი თეატრი, თუ ფილმს უყურებ, წადი აიღე თეატრის ბილეთი და დაესწარი 2 საათი, ახალ რაღაცას ისწავლი.“
მივხვდი, რომ არასწორად მიცხოვრია. ავდექი და ბილეთები ვიყიდე, მინდა, რომ რაღაცები ახალი ვისწავლო, ვეზიარო იმას, რაც გამოვტოვე. შემრცხვა ჩემი თავის, მაგრამ არა უშავს ავანაზღაურებ,“ - თქვა ინფლუენსერმა გადაცემაში „პირველი სტუდია“.
11/14/2025