ეს გემრიელია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ინტერნეტ გამოცემა "ზმნა"-ს რუბრიკაში - "რეცეპტები", ცნობილი ადამიანები, საყვარელ კერძებზე გვესაუბრებიან.
ამჯერად, გემრიელი რუბრიკის მკითხველს, მისი საყვარელი კერძების რეცეპტებს, გია ჯაჯანიძე უზიარებს. "ჯაჯო" გურმანია. მისი წვნიანიც გემოების თამაშს ჰგავს.
მაშ ასე, სპეციალურად "ზმნას" მკითხველისთვის გიას რეცეპტები.

გია ჯაჯანიძე: ძალიან მიყვარს წიწიბურა. მოხარშულ წიწიბურაში ვყრიდი წვრილად დაჭრილ ჩირს. მერე მოვიფიქრე ქლიავის ჩირის წვნიანი. ისე მომეწონა მოტკბო-მომჟაო და თან ოდნავ ცხარე გემო... რომ მას შემდეგ ქლიავის ჩირის წვნიანს, ხშირად ვამზადებ. ძალიან არომატული და სასარგებლოა. ისეთი გემრიელია გარგარის წვნიანიც, ისეთი გემრიელია, ვერ წარმოიდგენთ. ძალიან მაგარია. აი, ჩირების მიქსისგან არ მომეწონა. თითო სახეობის ჩირის სუპი სჯობს.
ინგრედიენტები: ბრინჯი, კარტოფილი, ხახვი, მწვანილი, ჩირი.
ჩვეულებრივ სუფს როგორც ამზადებთ, იმ პრინციპით მოამზადეთ ეს წვნიანიც.

მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, გნებავთ სტაფილოსთან ერთად. მოხარშულ ბრინჯს და კარტოფილს ჩააყრით მოთუშულ ბოსტნეულს. შემდეგ უმატებთ ერთი ჭიქა დაჭრილი ქლიავის ჩირს. მე სხვადასხვა ჩირებისგან მაქვს სუპი მომზადებული, მათ შორის, კარალიოკის ჩირისგანაც მომიზადებია. საოცარი არომატი აქვს. ბოლოს ჩააყარეთ დაჭრილი მწვანილი... მარილი გემოვნებით. ასევე ხმელ ქინძსაც ვუშვრები და არნახული გემო აქვს. ჯერ ერთი, სასარგებლოა და მერე ძალიან გემრიელი.
გემოს მიხედვით თავად აარჩიეთ, რომელ ჩირს გამოიყენებთ წვნიანში. ზოგს გარგარის ჩირი უყვარს და სუპში შესაძლოა, მისი გემო მოეწონოს. ზოგს ვაშლის და კომშის - ოდნავ მომჟაო გემოები ხიბლავს.
***
შემწვარი ბოლოკი სოუსით
მრგვალად დაჭერით დიდი ზომის ბოლოკი და ზეთში შეწვით. მოუმზადეთ სოუსი. უხდება ბაჟე ან ნივრიანი მაიონეზი.
შემწვარ ბოლოკს ასევე ვუსვამ ქინძმარს. როგორც ბადრიჯანს, ისე უხდება დაჭტყლეტილი ქინძი ძმრით. მერე ძალიან თხლად დაჭრილ ვაშლს დავადებ ზემოდან და ძალიან გემრიელია. სცადეთ.

12/28/2025