ეს გემრიელია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
იშვიათია, რომ ვინმეს შემწვარ ქათამზე ნერწყვი არ მოადგეს. ყველა სადღესასწაულო თუ ჩვეულებირივი სადილისთვის გაშლილი სუფრა, ამ გემრიელი საკვებით, უკვე სხვაგვარად მადიანად გამოიყურება. გთავაზობთ ვერსიებს, რეცეპტებს, რომ საყვარელი კერძი მრავალფეროვნად მოამზადოთ.
ქათამი როზმარინითა და ლიმონით
ინგრედიენტები: 1 საშუალო ზომის ქათამი ½ წვრილად დაჭრილი ხახვი 2 კბილი ნიორი ½ ლიმონი 2-3 ღერი როზმარინი 1 ს/კ პროვანსული სანელებლების ნარევი
მომზადება: გაახურეთ ღუმელი 225 გრადუსზე, გარეცხეთ ქათამი ცივ წყალში და შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. შიგნიდან და გარედან წაუსვით მარილი, პილპილი და პროვანსული სანელებლები. გამოწურეთ ლიმონის წვენი და ამითაც კარგად დაამუშავეთ ქათამი. გამოწურული ლიმონი და როზმარინის ღერები მოათავსეთ ქათმის შუაგულში და შედგით ღუმელში 50-60 წუთით.

***
ჯამში დაამარინადეთ ქათმის ფილე პირპილში მარილში და პაპარიკაში 1 საათი.
შემდეგ შეწვით ზეითუნის ზეთში.
ცალკე ტაფაზე მოათავსეთ კარაქი, დაუმატეთ დაკეპილი ნიორი და მოთუშეთ. შემდეგ დაუმატეთ გარეცხილი და გასუფთავებული სასურველ ფორმებად დაჭრილი სოკო და მოთუშეთ კარგად.
სოკოს მასას დაუმატეთ ბოსტნეულის ნახარში და ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე.
ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მარილი და პილპილი გემოვნებით. სოუსი როცა მზად იქნება, ჩაალაგეთ შემწვარი ქათმის ფილე.

***
პირველ რიგში, გარეცხეთ 250 გრამი ისპანახი და დაჭერით წვრილად. დაჭრილი ისპანახი მოათავსეთ ღრმა ჯამში, დაუმატეთ 80 გრამი ყველი ფეტა, მარილი და პილპილი გემოვნებით, კარგად აურიეთ.
ქათმის ფილე გაჭერით ნახევრად გადახსენით ფილე ცოტა დაბეგვეთ და შემდეგ დაუმატეთ ისპანახის მასა. ისპანახის მასა ქათმის ფილეში ისე მოათავსეთ, რომ ფილეს ერთი მხარე ისპანახის მასის ზემოთ მოექცეს.
მოათავსეთ ფილე საცხობ ფორმაზე თავზე მოაყარეთ მარილი და პილპილი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
გემრიელად მიირთვით.

***
აქვე რჩევებიც
ღუმელში გამოსაცხობად, უმჯობესია გამოიყენოთ ქათმის ხორცის ძვლიანი ნაწილები. აუცილებლად გააცხელეთ ღუმელი 10-15 წუთით ადრე 200 გრადუსზე. მოათავსეთ ქათმის ნაჭრები ღუმელში 20-22 წთ, შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 180 გრადუსზე მომდევნო 10 წთ. შედეგად მიიღებთ საოცრად წვნიან და რბილ ქათმის ხორცს.
გემრიელად მიირთვით!
06/04/2026