Logo

კულტურა

"შენ შვილო უპატრონო ხარო " - რატომ უთხრა თემურ ჩხეიძემ შვილს ეს სიტყვები?

"შენ შვილო უპატრონო ხარო " - რატომ უთხრა თემურ ჩხეიძემ შვილს ეს სიტყვები?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მსახიობი ეკა ჩხეიძე სოციალური ქსელის მომხმარებლებს საკუთარი ცხოვრების ერთ საინტერესო ეპიზოდს უზიარებს, რომელიც მამასთან, რეჟისორ თემურ ჩხეიძესთან ურთიერთობას ეხება.

ეკა ჩხეიძე იხსენებს, რომ ერთხელ, როცა სპექტაკლის თამაშისას ფეხი მოიტეხა, მამამ ქართული თეატრის ლეგენდის, ვერიკო ანჯაფარიძის მაგალითი შეახსენა.

„ვერიკომ ერთ-ერთ სპექტაკლზე მოიტეხა ხელი. მაყურებელი ადგილიდან არ განძრეულა. მსახიობს ხელი თაბაშირში ჩაუსვეს, დაბრუნდა სცენაზე და სპექტაკლის თამაში დაასრულა.

მეც ერთ-ერთი სპექტაკლის, "ნუგზარი და მეფისტოფელის“ თამაშისას ფეხი მოვიტეხე. ფეხი საშინლად გამისივდა, გამიშავდა, მაგრამ სცენიდან არ გავსულვარ, თამაში დავასრულე. ფეხსაცმელს ვეღარ ვიცვამდი და მეორე აქტი ფეხშიშველმა ვითამაშე.

ვერიკო ანჯაფარიძე

ამასთან დაკავშირებით მიამბო მამამ ვერიკოს ამბავი... და როცა ამაყად ვუთხარი, მე კიდევ დავამთავრე სპექტაკლის თამაში-მეთქი, მამამ მიპასუხა

- შენ შვილო უპატრონო ხარო და იმას პატრონი ჰყავდაო,“ - იხსენებს ეკა ჩხეიძე.

ავტორი: ზმნა

11/28/2025