Logo

საზოგადოება

"შენ სხეული რა ხანმოკლედ გეცვა, შენგან არსად არ გაუშვა, ღმერთო!.." - მძიმე სენთან დამარცხებულ თამარ მღებრიშვილს კოლხმა ლექსი მიუძღვნა

"შენ სხეული რა ხანმოკლედ გეცვა, შენგან არსად არ გაუშვა, ღმერთო!.." - მძიმე სენთან დამარცხებულ თამარ მღებრიშვილს კოლხმა ლექსი მიუძღვნა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა თამარ მღებრიშვილი, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც საზოაგდოების დიდი ნაწილი, ამ ბრძოლაში, მორალურ მხარდაჭერას უცხადებდა და გულმხურვალედ გულშემატკივრობდა. თამარი საბერძნეთში ცხოვრობდა. ჰყავს შვილები...

მან გუშინ უკანასკნელი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ საქართველოდან ჩასულ სასწრაფო დახმარების მანქანას, საოპერაციოდ თურქეთში უნდა წაეყვანა. "ჩემი ქირურგი მელოდება, კიდევ ერთხელ უნდა გადამარჩინოს. აუცილებლად უნდა მოვიკრიბო ძალა, რომ ჩემი შვილები ჩემი კარგად ყოფნით გავახარო. და დედაჩემი, რომელიც ამდენი ხანია გაიტანჯა. რაც არ უნდა ვიძახო, ძლიერი ვარ და გავუძლებ-მეთქი, მაინც შინაგანად ვნერვიულობ... ყველას გეფერებით, მიყვარხართ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ გვერდში დგომისთვის."

თამარ მღებრიშვილი

თამარს პეტრე კოლხმა ლექსი მიუძღვნა:

"შენ აპრილი დაგიკოცნის მზერას,
და შენს სულში გაზაფხული გალობს.
ან სიკვდილის ვინღამ დაიჯერა,
მზის თვალება-ღვთაებრივო-ქალო….

უფლის ძალამ აგიტაცა ზეცად,
მოგარიდა მტვერს და ხმაურს, ერთობ.
შენ სხეული რა ხანმოკლედ გეცვა,
შენგან არსად არ გაუშვა, ღმერთო!.."

ავტორი: ზმნა

04/17/2026