Logo

ბიზნეს ამბები

“შენ თუ 7-8 საათზე უშვებ თანამშრომელს სახლში, არ შვრები სწორს” - ვახო ნიკოლავა დამსაქმებლებს მიმართავს

“შენ თუ 7-8 საათზე უშვებ თანამშრომელს სახლში, არ შვრები სწორს” -  ვახო ნიკოლავა დამსაქმებლებს მიმართავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და თავისუფალი დროის არარსებობა, დღევანდელი საქმიანი ადამიანების მთავარ პრობლემად რჩება. სამსახურში გატარებული მძიმე დღის შემდეგ, პირადი სივრცე და ოჯახი უმეტესად უყურადღებოდ რჩება.

სამშენებლო კომპანია Nikolman-ის დამფუძნებელი, ანტერპრენერი და კონტენტ კრეატორი ვახო ნიკოლვა მიიჩნევს, რომ დროის არასწორი მენეჯმენტი არა მარტო დასაქმებულთათვის, არამედ დამსაქმებელთ პრობლემაცაა, რადგან გადაღლილი და “გამოწურული” თანამშრომელი სარგებელს ვერც კომპანიას მოუტანს.

ამის შესახებ ვახო ნიკოლავამ საშა კაცმანის პოდკასტში ისაუბრა.

”როდესაც შენს თანამშრომელს პირადი ცხოვრებისთვის არ რჩება დრო, ის არ და ვერ შეიძლება იყოს პროდუქტიული შენს კომპანიაში.

თანამშრომელი უნდა მოვიდეს სამსახურში ბედნიერი... ის უნდა წავიდეს, მოეფეროს შვილს, წაიყვანოს გასასეირნებლად, მეუღლესთან ერთად. იმ შენი მიცემული ხელფასით უნდა წავიდეს ვახშამზე, უნდა წავიდეს კინოში.


შენ თუ 7-8 საათზე უშვებ თანამშრომელს სახლში, უკვე გამოწურულს, იმიტომ რომ შენ გგონია, რომ მაგარი მენეჯერი ხარ და ის გაწურე ბოლომდე, რომ გამოიღე ყველა წვენი იმ ადამიანისგან და მიიღე მაქსიმალური ბენეფიტი, არ შვრები სწორს. იმიტომ, რომ იმ გამოწურულ წვენს შენ იღებ ერთჯერადად და იქ შიგნით აღარაფერს ტოვებ. აუცილებელია ამ წვენის რეგენერაცია შენს თანამშრომლებში, რომ მათ მუდმივად მოგცენ შენ სარგებელი.

ამიტომ მათი შინაგანი მდგომარეობა და მათი ცხოვრების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია შენი კომპანიისთვისვე. თავი რომ დავანებოთ ჰუმანურ და ეთიკურ მხარეს, რომ არ შეიძლება თანამშრომელი გყავდეს მონად.

ჩვენ ადრე ვიწყებთ მუშაობას და მე საკმაოდ მკაცრი ვარ სამსახურში, მაგრამ 8-ზე ვიწყებთ მუშაობას და ვამთავრებთ 4 საათზე. ამის შემდეგ თანამშრომელს რჩება დრო საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის,” - ამბობს ვახო ნიკოლავა.

ავტორი: ზმნა

04/22/2026

დროვახო ნიკოლავათანამშრომელისამსახური
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024