ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
კოლორიტი ქუთათური - დათო ლიკლიკაძე თავისი გატაცების შესახებ ფეისბუქზე წერს. რუსული ბალეტის ვარსკვლავისადმი ტრფობას ამჟღავნებს და დასძენს, რომ ოცნებასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ის შეიძლება ახდეს.
დათო ლიკლიკაძე: რა დასამალია, (მეგობრებმა უკვე იციან და სახლშიც გავამხილე) რომ ბოლო რამდენიმე წელია შერყეული ვარ ნატალია ოსიპოვაზე. თითქმის ყოველ დღე ვუყურებ ყველა მის ჩანაწერს რაც კი ინტერნეტ სივრცეში არსებობს.

ოსიპოვა თანამედროვე ბალეტის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ემოციურად ძლიერი გავლენის მქონე პრიმა-ბალერინად ითვლება და ამაში ახალი არც არაფერია, უბრალოდ მე ჩემით აღმოვაჩინე და ამ აღმოჩენის ხიბლში ვიმყოფები ბოლო ორი წელია.
„ნატალია ოსიპოვა კი არ ცეკვავს, განიცდის“- წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა გარდიანი. და სწორადაც წერს. პირადად მე ყოველ ღამე „დონ კიხოტის“ ვარიაციებს რომ არ ვუყურო, ისე ვერ ვიძინებ. საოცრად მაღალი ნახტომები, სისწრაფე და ენერგია.

განსაკუთრებით „დონ კიხოტში“ მისი კიტრი თითქმის ლეგენდად ითვლება. თუმცა სილაღესთან ერთად არის ძალიან დრამატულიც. ასე მაგალითად „ჟიზელში“, ძალიან ღრმა ფსიქოლოგიურ ინტერპრეტაციას აკეთებს.

ბევრი კრიტიკოსი მას მაია პლისეცკაიასა და ანნა პავლოვას ადარებს, მაგრამ მე ვფიქრობ, ოსიპოვა უფრო დიდი მოვლენაა, რადგან ის წინამორბედებისგან განსხვავებით ხშირად არღვევს კლასიკური აკადემიზმის ჩარჩოებს.

როდესაც ჩემს მეუღლეს ნატალია ოსიპოვას სიყვარულში გამოვუტყდი, დიდად გულთან არ მიუტანია, რადგან თვლის, მას ვერავინ (მით უფრო მე) მიწვდება.
მაგრამ ოცნებებთან ცოტა ფრთხილად მეგობრებო, ისინი შეიძლება ახდეს!

05/14/2026